რა დროს და როგორ ერთვება გამოძიების ფედერალური ბიურო გამოძიებებში ამერიკის ფარგლებს გარეთ? რა გარემოებები უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ FBI-მ ადგილობრივ სამართალდამცავებს დახმარება აღმოუჩინოს? სად კეთდება გამოძებისას ამოღებული მტკიცებულებების სასამართლო ექსპერტიზა? რა ხდება მას შემდეგ, რაც ქვეყანა გამოძიების ფედერალურ ბიუროს დახმარებას სთხოვს: რამდენად რჩება ბიურო ჩართული სასამართლო პროცესში და რა ხდება მაშინ, როცა მასპინძელ ქვეყანაში სასამართლო პროცესი შეგნებულად ხარვეზებით მიმდინარეობს - ამ კითხვებს გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი მაღალჩინოსანი და ბიუროს პირველი უცხოური გამოძიების ხელმძღვანელი ტომ ლოკი პასუხობს. ლოკს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა
ბატონო ტომ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენ გამოძიების ფედერალურ ბიუროში გრძელი და შთამბეჭდავი კარიერა გქონდათ. თქვენ ასევე არაერთ საერთაშორისო გამოძიებას ხელმძღვანელობდით. როგორ ერთვება ბიურო უცხოურ გამოძიებებში?
თავდაპირველად, გამოძიების ფედერალური ბიურო იმისთვის შეიქმნა, რომ ის დანაშაულები გამოეძიებინა, რომლებიც რამდენიმე შტატში ერთდროულად ხდებოდა. 1980-იანებამდე სინამდვილეში არ არსებობდა კანონმდებლობა, რომელიც ბიუროს გამოძიების საზღვარგარეთ ჩატარების საშუალებას მისცემდა.
1983 წელს ლიბანში ამერიკის საელჩო ააფეთქეს, რის შედეგადაც 19 ამერიკელი და 70 ლიბანელი დაიღუპა. მე შემარჩიეს ვყოფილიყავი გამოძიების ხელმძღვანელი, რომელსაც ბიურო ტერორიზმის კუთხით საზღვარგარეთ პირველად გამოიძიებდა. ბეირუთიდან დაბრუნების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა კონგრესს რამდენიმე ჩვენება მისცა, რის საფუძველზეც მიიღეს კანონები, რომლებიც FBI-ს ამერიკელების წინააღმდეგ მომხდარი დანაშაულების გამოძიების საშუალებას აძლევდა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში მოხდა დანაშაული.
Your browser doesn’t support HTML5
ამის შემდეგ ბიურომ საერთაშორისო ყოფნა გაზარდა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გვყავს ჩვენი ლეგალური წარმომადგენლები, რომლებიც მასპინძელ ქვეყანასთან თანამშრომლობენ. მაგალითად, თუ უცხოელმა ამერიკაში დანაშაული ჩაიდინა, მოკლა ვიღაც და შემდეგ სამშობლოში გაიქცა, ადგილობრივ პოლიციასთან შუამდგომლობით, ჩვენ ეჭვმიტანილის ექსტრადიციას განვახორციელებთ.
იგივე ხდება იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული სხვა ქვეყანაში მოხდა და ეჭვმიტანილი ამერიკაში ჩამოვიდა. იმავე შუამდგომლობის პროცესის გავლით, ჩვენ ეჭვმიტანილს მომთხოვნ ქვეყანას გადავცემთ, ცხადია იმ შემთხვევაში, თუ ამაზე წინასწარი შეთახმება გვაქვს.
როცა იმაზე საუბრობთ, თუ როგორ ერთვება გამოძიების ფედერალური ბიურო სხვა ქვეყნებში მომხდარი დანაშაულის გამოძიებაში, თქვენ თქვით, რომ დანაშაული რაღაცა სახით ამერიკას ან ამერიკის მოქალაქეებს უნდა უკავშირდებოდეს. რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა საქმეში ამერიკული ინტერესი არ ფიგურირებს, მაგრამ პარტნიორი ქვეყანა - ამ შემთხვევაში, მაგალითად საქართველო - ბიუროს გამოძიების წარმოებაში დახმარებას სთხოვს. შუძლია FBI-ს ისეთი საქმის გამოძიებაში ჩაერთოს, რომელშიც ამერიკა არ ფიგურირებს?
ამერიკასთან რაღაც კავშირი უნდა არსებობდეს. მაგალითად, როცა თბილისში ამერიკის პრეზიდენტის ხელყუმბარით აფეთქების მცდელობა იყო, ასეთ შემთხვევაში ბიურო აუცილებლად დაიწყებს გამოძიებას. გასამართლებას რაც შეეხება, თუ შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ მასპინძელი ქვეყნის პროკურატურა სათანადოდ აწარმოებს საქმეს, გამოძიების ფედერალური ბიურო საქმის ამერიკაში გასამართლებას არ მოითხოვს.
ამერიკასთან რაღაც კავშირი უნდა არსებობდეს. მაგალითად, როცა თბილისში ამერიკის პრეზიდენტის ხელყუმბარით აფეთქების მცდელობა იყო, ასეთ შემთხვევაში ბიურო აუცილებლად დაიწყებს გამოძიებას. გასამართლებას რაც შეეხება, თუ შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ მასპინძელი ქვეყნის პროკურატურა სათანადოდ აწარმოებს საქმეს, გამოძიების ფედერალური ბიურო საქმის ამერიკაში გასამართლებას არ მოითხოვს. რადგან გასამართლებისთვის ადამიანი ამერიკაში ფიზიკურად უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე, რაც მეორეს მხრივ, ექსტრადიციას და სხვა რთულ პროცედურებს უკავშირდება. თუმცა, არის ასევე შემთხვევები, როდესაც ამერიკა მაინც ითხოვს დამნაშავეების ექსტრადიციას და ამერიკაში გასამართლებას. ასევე არის შემთხვევები, როდესაც ბიურო ადგილობრივ სამართალდამცავებს მხოლოდ გამოძიებაში ეხმარება და გასამართლების ნაწილზე თავიდანვე უარს ამბობს.
როგორ ხდება ეს - სამხილს აგროვებენ და თვითონ აანალიზებენ? თუ გამომძიებლებს გზავნიან ქვეყანაში? მაგალითად, როგორ ხდება ციფრული მტკიცებულებების ექსპერტიზა?
ძალიან ხშირად FBI-ს ექსპერტიზის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივ შესაძლებლობებს. ამის გამო, ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ ქვეყნებთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ბეირუთში მომხდარი აფეთქების გამოძიებაში FBI-ს გუნდი გააგზავნეს. ამ ეტაპზე არ არსებობს იმის ნიშანი, რომ აფეთქება ტერორიზმს უკავშირდებოდეს. საქმე, ალბათ, ადგილობრივი მთავრობის ცუდ მენეჯმენტს უკავშირდება. თუმცა, იმისთვის რომ მთავრობას მტკიცებულებების მოგროვებაში და აფეთქების კონკრეტული მიზეზების დადგენაში დაეხმარონ, FBI-ს გამომძიებლები ბეირუთში ჩავიდნენ. 1983 წელს, როდესაც მე ბეირუთში საელჩოს აფეთქების გამოსაძიებლად ჩავედი, ადგილობრივ სამართალდამცავებს არ ჰქონდათ თითის ანაბეჭდების ანალიზის საშუალება, არ ჰქონდათ კრიმინალურ მონაცემთა ბაზა. FBI-ს ანაბეჭდების და კრიმინალური საქმეების მასშტაბური ბაზა აქვს, რაც მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ ხოლმე ქვეყნებს დახმარება აღმოვუჩინოთ.
ასევე ნახეთ: "კეთილი იყოს თქვენი ფეხი ქართულ მიწაზე!" - ამერიკელი სამხედროები საქართველოში ჩავიდნენ
რომელ ქვეყნებს და რა შემთხვევაში შეუძლიათ FBI-სთვის დახმარების თხოვნა და თუ თხოვნა გაიგზავნა, ბიურო ერთვება გამოძიებაში?
სავარაუდოდ, ეს მოკავშირე ქვეყანა უნდა იყოს, მაგრამ იმ შემთხვევაშიც, როდესაც მთავრობა მოკავშირე არ არის, მაგრამ საქმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, არ მგონია ბიურომ დახმარების თხოვნაზე უარი თქვას. ჩვეულებრივ, როცა საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხს ეხება ან ბიუროს სამხილზე ექსპერტიზის ჩასატარებლად კონკრეტული უნიკალური შესაძლებლობები აქვს, გამოძიებაში ხშირად ვერთვებით.
რა ხდება მაშინ, თუ FBI ქვეყნის თხოვნით გამოძიებაში ჩაერთო და ადგილობრივი სამართალდამცავი სისტემა იმ სტანდარტებით არ აგრძელებს საქმეზე მუშაობას, რომელსაც ბიურო მოელის. მაგალითად, ირღვევა მტკიცებულებების შენახვის წესები, ან გამოძიება იმ მიმართულებით მუშაობს წყვეტს, რომელსაც ბიურო ურჩევს, ან პროკურატურას არ ძალუძს საქმე ბოლომდე მიიყვანოს?
FBI იტყვის, რომ ადგილობრივი გამოძიების კონკრეტული დეტალები არ შეესაბამება იმ ინფორმაციას, რაც ბიუროს გამოძიების შედეგად დადგინდა. ანუ, იქნება ოფიციალური განცხადება და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს საკითხი შეიძლება სახელმწიფო დეპარტამენტს და თეთრს სახლს გადაეგზავნოს კონკრეტული კომენტარით, რომ გამოძიების ობიექტურობა აღნიშნული ქვეყნის მთავრობის მოქმედებების გამო დაირღვა.
გაააჩნია რასთან გვაქვს საქმე. თუ გამოძიება დამთავრდა და არ გამოიკვეთა მისი წარმატებით დასრულების გზები, ამ შემთხვევაში ბიურო დასახმარებლად ბევრს ვერაფერს გააკეთებს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ FBI საქმეში ჩართულია და მის მიმართ რაღაც ერთგულება აქვს და ეს ერთგულება დაირღვა, ბიურო კომენტარს გააკეთებს და ეს კომენტარი ოფიციალური წყაროებით გამოქვეყნდება. FBI იტყვის, რომ ადგილობრივი გამოძიების კონკრეტული დეტალები არ შეესაბამება იმ ინფორმაციას, რაც ბიუროს გამოძიების შედეგად დადგინდა. ანუ, იქნება ოფიციალური განცხადება და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს საკითხი შეიძლება სახელმწიფო დეპარტამენტს და თეთრს სახლს გადაეგზავნოს კონკრეტული კომენტარით, რომ გამოძიების ობიექტურობა აღნიშნული ქვეყნის მთავრობის მოქმედებების გამო დაირღვა.
ანუ, თუ ბიურო დახმარებას აღმოუჩენს ქვეყანას, მას ანგარიშვალდებულებასაც აკისრებს?
ზუსტად. დიახ, ასეა. ისინი აუცილებლად ანგარიშვალდებულები უნდა იყვნენ.
გამოძიების ფედერალურ ბიუროს როგორც ამერიკაში, ასევე საერთაშორისო დონეზე, ხალხი ენდობა და პატივს სცემს. ეს ძალიან საინტერესოა, რადგან საზღვარგარეთ ადამიანებს FBI-სთან შეხება არ უწევთ და ბიუროს შესახებ ძირითადად ჰოლივუდის ფილმებიდან იციან. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
ასევე ნახეთ: ფეისბუქი და ტვიტერი რუსული ტროლების ქარხნის წინააღმდეგგამოძიების ფედერალური ბიურო 1908 წელს დაარსდა და თქვენ იცით, რომ წარმატებული გამოძიებების ხანგრძლივი ისტორია გვაქვს, დაწყებული გატაცებების თუ განგსტერების გამოძიებით, და საბოტაჟის, ჯაშუშობის, ნარკოტიკების თუ ტერორიზმის საქმეებით დამთავრებული. ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში დაგროვდა. ჰოლივუდი ბიუროს მიმართ დადებითი განწყობის შექმნას, რა თქმა უნდა, დაეხმარა. როდესაც ხედავ იმ საგამოძიებო შესაძლებლობებს, რომლებიც FBI-ს აგენტებს აქვთ საველე ოფისებში და ხედავ, რამდენად წარმატებულები არიან ისინი გამოძიებებში და იმ ადამიანების გასამართლებაში, ვინც ამას იმსახურებს, მათ მიმათ პატივისცემა გიჩნდება. ამასთან, მათ იმდენი ფანტასტიკური საქმე აქვთ წარმოებული, რომ მათ გარშემო ერთგვარი მისტიკა არსებობს, რომ მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ.
მახსოვს, 11 სექტემბერს ამერიკაზე ტერორისტული თავდასხმის საერთაშორისო კუთხით გამოძიება დამავალეს. მახსოვს, მომდევნო 36 საათში თეთრ სახლს მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმაცია მივაწოდეთ, რომ ეს ოსაბა ბინ ლადენი იყო და თვითმფრინავების ყველა გამტაცებლის ვინაობა და წარსული გამოვარკვიეთ. ეს გამოძიება ძალიან სწრაფად ჩავატარეთ და თეთრ სახლს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც პრეზიდენტს ამერიკის შეიარაღებული ძალების მიერ საზღვარგარეთ სამხედრო ესკალაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ასეთი საქმეების გამო უჩნდება ხალხს მსოფლიოს გარშემო ეს ძალიან დადებითი შეხედულება ბიუროზე და იმედია ეს ასეც გაგრძელდება და იმედია ჩვენც გავაგრძელებთ კრიმინალური საქმიანობის წარმატებულ გამოძიებას.