EU სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში: სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანაშრომლობის  დიდი პოტენციალი არსებობს

ორშაბათს, თბილისში, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ალიევმა სხვა თემებთან ერთად, ყარაბაღის კონფლიქტზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სომხეთის მზადყოფნის შემთხვევაში, მზად არის დაიწყოს საქართველო-სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივი კონსულტაციების ფორმატი. კონსულტაციებში ჩართვისა და სამშვიდობო პროცესში მონაწილეობის მიღების მზაობა გამოთქვა ირაკლი ღარიბაშვილმაც. სომხურ მხარეს კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

საქართველოსა და აზერბაიჯანის პირველი პირების მსგავსად ფიქრობს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარიც. ის თვლის, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ორი მეზობლის დაახლოებაში.

როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ჩართულობა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში, რა გავლენას ახდენს რუსეთ-უკრაინის ომი ჟენევის მოლაპარაკებებზე (ფორმატი 2008 წლის 15 ოქტომბერს შეიქმნა, აგვისტოს ომის შემდეგ. მოლაპარაკებები იმართება ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს ხელმძღვანელობით 2008 წლის ომის მონაწილე მხარეების წარმომადგენლებს შორის. მოლაპარაკებებში ასევე ჩართულნი არიან ამერიკა და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის წარმომადგენლები), რას განიხილავენ ამ საერთაშორისო ფორმატის შეხვედრების დროს და როგორი გავლენა მოახდინა რუსეთში გამოცხადებულმა ნაწილობრივმა მობილიზაციამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ თემებზე ესაუბრა ტოივო კლაარი "ამერიკის ხმას" ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელსაც სრულად გთავაზობთ.

ასევე ნახეთ: ალიევის ვიზიტი და მისი მოსალოდნელი შედეგები

-თქვენ სომხეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან ყარაბაღის კონფლიქტში, შესაძლო ომის დანაშაულებების შესახებ აქვეყნებდით „ტვიტერზე“ განცხადებებს. დაწყებულია თუ არა გამოძიება ამ დანაშაულებებთან დაკავშირებით და რა იქნება, ან რა უნდა იყოს პასუხი იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდა, რომ რომელიმე მხარემ ომის დანაშაული ჩაიდინა?

-რამდენადაც მე ვიცი, ამ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიება ორივე მხარეს მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, თუ დამტკიცდება, რომ დანაშაული მოხდა, მაშინ არსებობს მოლოდინი, რომ ქვეყნების შესაბამისი ორგანოები იმოქმედებენ. მათ ვალდებულება აქვთ ასე მოიქცენ. სწორედ ამას ელოდება ევროკავშირი, რომ მთავრობებმა პირველ ყოვლისა, ჩაატარონ გამოძიება და შემდეგ თუ დამტკიცდება, რომ ბრალდებები მართალია, მაშინ, გაატარონ შესაბამისი იურიდიული ღონისძიებები.

-რამდენად და როგორაა ევროკავშირი ჩართული კონფლიქტის მოგვარების საკითხში და როგორ ფიქრობთ, რისი გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ რეგიონში მშვიდობა დამყარდეს?

-ევროკავშირი ძალიან აქტიურია. პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოაწყო შეხვედრა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ერთად, რომლის დროსაც ის ბრიუსელში პრეზიდენტ ალიევსა და პრემიერ ფაშინიანს შეხვდა ჩართულობის სხვადასხვა გზით, მათ შორის ჩემი მონაწილეობითაც, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში, ყველა დონეზე ჩართულები ვართ.

ჩემი ვიზიტების შემდეგ ცხინვალსა და სოხუმში, გაოგნებული ვიყავი იმ ფაქტით, რომ არ არსებობს რაიმე აშკარა, მკაფიო ნიშანი იმისა, რომ ისინი რუსეთის ომს მხარს უჭერენ.  

ევროკავშირს ძალიან ნათელი ინეტერესი აქვს - ჩვენ სამხრეთ კავკასიის მეზობელი ვართ და რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესის საგანია მშვიდობიანი და განვითარებული სამხრეთ კავკასია. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი მოგვარდეს.

ასევე ნახეთ: განწყობები ომის კვალდაკვალ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში

-თქვენ ახსენეთ ბრიუსელში გამართული შეხვედრა და სწორედ ამის შესახებ გკითხავთ: ამჟამად სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ევროკავშირის მოკლევადიანი მისია მუშაობს, თუმცა შეკითხვა ამ მისიის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით მაინც არსებობს. რას ელოდება ევროკავშირი ამ მისიისგან, რა იქნება 2-თვიანი დაკვირვების შემდეგ და შესაძლოა თუ არა, რომ ეს მისია უფრო ხანგრძლივი გახდეს?

-პირველ ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ეს სადამკვირვებლო მისია, მართლაც 2 თვეზეა განსაზღვრული, ესაა გადაწყვეტილება, რომელიც ბოლოს პრაღაში მიიღეს. ეს ხდება იმიტომაც, რომ ამ სადამკვირვებლო მისიისთვის საჭირო რესურსები, ევროკავშირის საქართველოში წარდგენილი/მივლენილი მისიისგანაა გადასროლილი. ესაა ის, რისი გაკეთებაც მოკლევადიან პერსპექტივაში შეგვიძლია, მაგრამ ეს ვერ იქნება დიდი ხნის განმავლობაში.ვერ გაგრძელდება დიდხანს. ცოტა ხნით შეგვიძლია, რომ საქართველოდან მისიის ნაწილი გადავიყვანოთ [სომხეთ-აზერბაიჯანის] საზღვარზე ისე, რომ მისიის საქმიანობაზე ამან გავლენა არ მოახდინოს. კონკრეტულად ვსაუბრობთ ამ პერსონალის სომხეთში, სომხეთის მხარეს გაგზავნაზე.

ჩვენი მოლოდინია, რომ თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, [მისიის წარმომადგენლები] შეძლებენ უკეთ მიაწოდონ ინფორმაცია ევროკავშირს ადგილზე არსებული სიტუაციისა და იმ სპეციპიკური გამოწვევების შესახებ, რომელიც ადგილზე არსებობს. ეს ჩვენც გვეხმარება, რომ უკეთ წავაგდეთ/დავეხმაროთ, გამოვადგეთ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს.

საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ორი მეზობლის გაერთიანებაში.

მონიტორინგის შესაძლებლობები გაზრდის ჩვენს მხარდაჭერის უნარსაც. ასევე, ევროკავშირის ფიზიკური ყოფნა ადგილზე, აჩვენებს ჩვენს ერთგულებას ადგილზე მშვიდობისა და სტაბილურობისადმი. მჯერა, რომ ესაა იმის ნიშანიც, თუ რამდენად სერიოზულად უდგება ევროკავშირი თავის მისიას, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევაში, რის შედეგადაც სიტუაცია, გარემო სამხრეთ კავკასიაში რადიკალურად გაუმჯობესდება.

ასევე ნახეთ: ჯენკინსი: ვცდილობთ, რომ საქართველოს ყველაფერი მივცეთ, რაც თავდაცვის გასაძლიერებლად სჭირდება 

-თქვენ საქართველო ახსენეთ, რომელსაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს ორივე მეზობელთან. ხედავთ თუ არა საქართველოს როლს ამ კონფლიქტის მოგვარებაში და თუ კი, მაშინ როგორი შეიძლება, რომ ეს როლი იყოს?

-საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა გზითა და ფორმით გამოხატა სურვილი, რომ დახმარება გაეწია. მჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის დიდი პოტენციალი არსებობს სამმხრივი თანამშრომლობის შესასწავლად, რაც ყველას სასიკეთოდ წაადგება.

საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ორი მეზობლის გაერთიანებაში. ქვეყანას შეუძლია ხელი შეუწყოს [მეზობლებს] ისეთ სფეროებში თანამშრომლობაში, სადაც შესაძლოა წარსულში თანამშრომლობა შეუძლებელი/წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ახლა უფრო შესაძლებელი ხდება. ასე რომ, საქართველოს, როგორც წამხალისებელს, როგორ იდეების შემთავაზებელს, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს

-რა გავლენა აქვს ყარაბაღის კონფლიქტს რეგიონზე, უფრო კონკრეტულად კი საქართველოზე და როგორ ფიქრობთ, რა გაკვეთილის სწავლა შეუძლია საქართველოს თავისი მეზობლებისგან?

-ყარაბაღის კონფლიქტს, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს საქართველოზე. ის ფაქტი, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება, ურთიერთობების ნორმალიზება, კომუნიკაციებისთვის მზაობა და თავისუფალი ვაჭრობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ არ არსებობს, გავლენას ახდენს საქართველოზეც. ქვეყანა ეკონომიკურ შესაძლებლობებს კარგავს. ამ კონფლიქტის გამო, სამივე ქვეყანა კარგავს ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მათ შორის საქართველოც.

ასევე ნახეთ: კრამონი: პუტინისთვის განსაკუთრებით ძნელი იქნება ასეთ პოლიტიკურ გარემოში გადარჩენა
მჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის დიდი პოტენციალი არსებობს სამმხრივი თანამშრომლობის შესასწავლად, რაც ყველას სასიკეთოდ წაადგება.  

ასე რომ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის მოგვარება, საზღვრების გახსნა, კომუნიკაციების აღდგენა და სავაჭრო ურთიერთობების თავიდან დამყარება მომგებიანი იქნება სამივე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც. ასე რომ [ყარაბაღის] კონფლიქტის არსებობა ნეგატიურად აისახება საქართველოზე, ხოლო მისი მოგვარება საქართველოსთვის პოზიტიურ გავლენას მოახდენს

-რას იტყვით რუსეთ-უკრაინის ომზე? როგორ ფიქრობთ აქვს მას გავლენა იმაზე, თუ რა ხდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ასევე, ხედავთ თუ არა სხვა ფაქტორებთან ერთად ამ ომში იმის საშიშროებას, რომ რადგან ყველა ამ ომზეა ფოკუსირებული, ამის გამო, შესაძლოა (სამხრეთ კავკასიაში?) რეგიონში კონფლიქტები გამწვავდეს პრინციპით "ახლა ამისთვის არავის ეცლება"?

-სამხრეთ კავკასიაში, ჩემი დაკვირვებით საკმაოდ იგრძნობა ნერვიულობა რუსეთ-უკრაინის ომისა და იმ გავლენის გამო, რაც ამ ომს რეგიონზე აქვს. რა თქმა უნდა, არსებობს ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ შესაძლოა, გარკვეული სამხედრო მანევრები ახლა უფრო მარტივი იყოს, რაც ადრე უფრო რთული იქნებოდა... თუმცა ის, რასაც მე ვხედავ რეგიონში, ნამდვილადაა ღელვა მიმდინარე ომისა და მისი გავლენის გამო, ასევე იმის გამო, თუ რა შეიძლება, რომ ომის შემდეგ მოხდეს.

ასე რომ, ჩემი აზრით, სამხრეთ კავკასიაში არსებობს ერთგვარი გაგება იმისა, რომ უკრაინის ომი ცუდია რუსეთის მეზობლებისთვის.

ასევე ნახეთ: რინკევიჩი: "გავცდით იმ დროს, როცა დაპირება საკმარისია"

-რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებების წევრია. ახდენს თუ არა ეს ომი გავლენას იმაზე, როგორ იქცევიან და რა გადაწყვეტილებებს იღებენ ისინი და რამდენად კონსტრუქციულები არიან?

-ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა, გადაწყვიტეს, რომ განხილვები არ ჩატარებულიყო მარტსა და ივნისში და შევთანხმდით, რომ შეხვედრა ოქტომბერში შედგებოდა. ეს სულ ცოტა ხნის წინ [5 ოქტომბერს] მოხდა.

ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულნი ვიყავით იმის გამო, რომ უკრაინის ომს, შესაძლოა ჟენევის მოლაპარაკებებზე გავლენა ჰქონოდა. ამის თავიდან აცილება გვინდოდა, რადგან ეს არ იქნებოდა სასარგებლო ჟენევის მოლაპარაკებებისთვის და ამას შესაძლოა შეეფერხებინა ფორმატი.

სამხრეთ კავკასიაში არსებობს ერთგვარი გაგება იმისა, რომ უკრაინის ომი ცუდია რუსეთის მეზობლებისთვის.  

ძალიან მიხარია, რომ ბოლო რაუნდის დროს, შევძელით აზრები გავეცვალა იმ 6-პუნქტიან მოთხოვნებზე, რისთვისაც თავდაპირველად ჟენევის მოლაპარაკებები დაიწყო. მაშინ, როდესაც არ შემიძლია ვთქვა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, მაინც კარგი იყო, რომ შევძელით და ვფოკუსირდით იმ საკითხებზე, რისთვისაც ჟენევის მოლაპარაკებები შეიქმნა და არ გადავსულვართ საგარეო საკითხებზე, რომელსაც, მართლაც შეეძლო, რომ გავლენა ჰქონოდა, თუმცა რ გვინდა, რომ ისინი ამ მოლაპარაკებებში ჩავრთოთ.

-ჟენევის მოლაპარაკებები უკვე 14 წელია, რაც ამ ფორმატით არსებობს, თუმცა ყველა ის საკითხი, როემლიც 2008 წელს საქართველოს აწუხებდა - იქნება ეს მცოცავი ოკუპაცია, საქართველოს მოქალაქეების გატაცება, წამება თუ დაპატიმრება, კვლავ დღის წესრიგში დგას. როგორ ფიქრობთ, არის ეს ფორმატი კვლავ ეფექტური და შესაძლოა,თუ არა, რომ ამ საკითხების გადასაჭრელად სხვა ფორმატი ვიხილოთ?

-ის, რისი თქმა შემიძლია ისაა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები არის ფორმატი, რაც ახლა გვაქვს. შესაძლოა ვინმეს მოსწონდეს ეს და ვინმეს - არა, ვინმე ფიქრობდეს, რომ ის არაეფექტური, ან ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ახლა ესაა ის, რაც გვაქვს.

ვფიქრობ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მსგავსი ფორმატის ახლანდელ დროში შექმნა ძალიან რთული იქნებოდა.

ასევე ნახეთ: პელოსი: აზერბაიჯანის თავდასხმა სომხეთზე "უკანონო და მსხვერპლიანია"

შესაბამისად, მე მჯერა, რომ ყველანაირი ინტერესი უნდა გვქონდეს იმის, რომ შევინარჩუნოთ ჟენევის მოლაპარაკებები ისე, როგორც ის ახლა გვაქვს. დიახ, შესაძლოა განვიხილოთ როგორ გავხადოთ მოლაპარაკებები უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული, უფრო საინტერესო. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ეს ფორმატი.

-რუსეთში გამოცხადებულმა ნაწილობრივმა სამხედრო მობილიზაციამ გავლენა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც მოახდინა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში გაწვევაც დაიწყო. რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს ის, რასაც ჟენევის მოლპარაკებების დროს განიხილავთ და რას ამბობენ ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. მთავრობები?

-ამ კითხვაზე დეტალურ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს იმაზე, თუ რამდენი ადამიანის მობილიზაცია მოხდა, ან საერთოდ გაიწვიეს თუ არა ვინმე [ოკუპირებული ტერიტორიებიდან]. მაგრამ რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ჩემი ვიზიტების შემდეგ ცხინვალსა და სოხუმში, გაოგნებული ვიყავი იმ ფაქტით, რომ არ არსებობს რაიმე

ყველანაირი ინტერესი უნდა გვქონდეს იმის, რომ შევინარჩუნოთ ჟენევის მოლაპარაკებები ისე, როგორც ის ახლა გვაქვს.

აშკარა, მკაფიო ნიშანი იმისა, რომ ისინი რუსეთის ომს მხარს უჭერენ.

არსებობდა მხარდაჭერის გარკვეული ოფიციალური ნიშნები მაგრამ პირადი მხარდაჭერის გამოხატვა, ისეთის, როგორიც ეს რუსეთშია, მე არ მინახავს. კიდევ ერთხელ, მე მჯერა, რომ მათ აქვთ იმის განცდა, რომ რუსეთის ომს უკრაინაში არ შეუძლია რაიმე კარგის მოტანა სამხრეთ ოსეთის, ან აფხაზეთისთვის.