ბატონო პოლ, დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. რატომ არის სოჭის ოლიმპიადა ასეთი გახმაურებული მოვლენა?
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს სოჭის ოლიმპიადის მოწყობა სურდა იმის გამო, რომ სჯეროდა, ოლიმპიადა რუსეთის ძლიერი სახელმწიფოს სტატუსის აღდგენის სიმბოლო გახდებოდა. პუტინისთვის სავალალოდ, თამაშებისთვის მზადება, სოჭის ჩრდილოეთ კავკასიასთან ახლოს მდებარეობის გამო, მედიის ყურადღებას პრეზიდენტისთვის არასასურველი კუთხით იპყრობს. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში ის მოხდა, რომ სოჭის ოლიმპიადის ჩატარების სტანდარტი უკიდურესად დაეცა. ამ ეტაპზე, თუ თამაშები ტერორისტული აქტის გარეშე ჩაივლის, მივიჩნევთ რომ ოლიმპიადა წარმატებულად შედგა. პუტინს სოჭისთვის გაცილებით დიდი ამბიციები ჰქონდა.
ჩრდილოეთ კავკასიელი ისლამისტებისგან მუქარები გაჟღერდა სოჭის თამაშებისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიმართ. რამდენად მაღალია თამაშების დროს ტერორისტული აქტის ალბათობა?
პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ საუბარია ბევრ დაჯგუფებაზე. მათი მიზანი ხალხის დაშინებაა. მხოლოდ იმის გამოცხადება, რომ ტერორისტული აქტის მოწყობას აპირებ, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მასა დააშინო მიუხედავად იმისა ნამდვილად გაქვს აქტის მოწყობის გეგმა თუ არა. მეორეს მხრივ, ჩრდილოეთ კავკასია ძალიან საშიში რეგიონია, სადაც უამრავ შეიარაღებულ ადამიანს რუსეთის ფედერაციის შერცხვენის დიდი სურვილი აქვს. ოლიმპიადის ამ საფრთხისგან დაცვაზე ფიქრისას ორი საკითხი გამოიყოფა - ერთი ტერიტორიის ფიზიკური კონტროლია, მეორე კი კონტრტერორისტული საქმიანობა. ფიზიკური კონტროლის მიღწევა, დიდი რაოდენობით სამართალდამცავი ძალების ადგილზე მიყვანითაა შესაძლებელი. რუსები ფიზიკურ კონტროლს ადვილად აწესებენ ხოლმე. ამ შემთხვევაში, პრობლემა ისაა, რომ თუ ერთი ადგილიდან გამოიყვან პოლიციას მეორე ადგილის დასაცავად, შეიძლება ჩავარდნა მოხდეს .
ჩავარდნა პირველ ადგილზე...
დიახ, მაგალითად, სანქტ პეტერბურგიდან სოჭში 1000 პოლიციელს წაიყვან, სანქტ პეტერბურგში 1000-ით ნაკლები პოლიციელი რჩება. ტერორისტებმა ეს კარგად იციან და შეუძლიათ ამ სისუსტის გამოყენება. სულ სხვა საკითხია კონტრტერორიზმი, რაშიც რუსები საკმაოდ სუსტები არიან. ისინი არ ახორციელებენ სადაზვერვო ინფორმაციის ხარისხიან მოპოვებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ უზიარებენ ამ ინფორმაციას სხვა სადაზვერვო სამსახურებს.
თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს რუსეთის ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან ოლიმპიადის დასრულების შემდეგ? არსებობს ვარაუდი, რომ თამაშების დასრულების შემდეგ საქართველოზე კრემლის ზეწოლა შეიძლება გაიზარდოს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება.
ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ პუტინი უკვე დიდი ხანია ფიქრობს იმაზე, თუ რას გააკეთებს ოლიმპიადამდე, თამაშების მსვლელობისას და ოლიმპიადის დასრულების შემდეგ. კრიტიკული მნიშვნელობა ექნება იმას, რომ ოლიმპიადის პერიოდში არსებული რუსეთისკენ მიმართული ყურადღება არ მოდუნდეს. არაერთი პოლიტიკური მიმომხილველი ამბობს, რომ თამაშების დასრულების შემდეგ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ან უშიშროების ძალების ინტერვენცია გამორიცხული არ არის. ასევე მოსალოდნელია საქართველოს დესტაბილიზაციის მცდელობაც. ზოგიერთი ეს ძალისხმევა მუდმივად მიმდინარეობს და მათ გაძლიერებას უნდა ველოდეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იქნება, რომ რუსეთის მიმართ ყურადღება არ მოდუნდეს. თუ პუტინმა დაინახა, რომ 6500 ჟურნალისტის სოჭიდან წასვლის შემდეგ რეგიონი დასავლეთის რადარიდან გაქრა, ინტერვენცია გამორიცხული არ არის. საქართველო უკვე იყო მსგავსი ნაბიჯის მსხვერპლი და ეს არც ახლო მომავალშია გამორიცხული.
დესტაბილიზაციისთვის რა მეთოდებს შეიძლება მიმართონ?
მოსკოვისთვის ყველაზე ცუდი ვარიანტი ჯარის გაგზავნა იქნება. საერთაშორისო თანამეგობრობა ასეთ მოქმედებაზე მკაცრ რეაგირებას მოახდენს. კრემლი, სავარაუდოდ, ოპოზიციურ ჯგუფებს დააფინანსებს, დაიწყებს ეთნიკური ნიშნით დესტაბილიზაციის პროვოცირებას. გამორიცხული არ არის სამხრეთში სომხურ მოსახლეობაში და აღმოსავლეთში აზერბაიჯანელების უკმაყოფილების მომატება. თუ საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის მიუღებელ ნაბიჯებს გადადგამს, კრემლი შეიძლება ადამიანების უფლებების დაცვის საბაბით სიტუაციაში ჩაერიოს. ეს ძალიან რთული თამაშია. 2008 წლის აგვისტო, ალბათ, აღარ განმეორდება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მაშინ უამრავმა ადამიანმა რეალობის პუტინისეული ვერსია უფრო დაიჯერა, ვიდრე სხვა მხარეების.
თქვენი აზრით, საქართველოს მთავრობას შესწევს უნარი ეს რთული თამაში ითამაშოს?
ძალიან რთულია, როცა ხარ პატარა ქვეყანა და უზარმაზარ ქვეყანას ესაზღვრები, რომლის უსაფრთხოების ძალები იმაზე დიდია, ვიდრე შენი ქვეყნის მთელი მოსახლეობა. ყოველთვის სწორად მოქცევა ვერ მოხერხდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილე, სადაზვერვო მასალის მოგროვება და პარტნიორებთან მისი გაზიარება. დღემდე საქართველო სათანადოდ ართმევს თავს რუსეთთან ურთიერთობას და იმედია ასეც გააგრძელებს.
სოჭის ოლიმპიადა 51 მილიარდი დოლარის დანახარჯით, ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ოლიმპიადაა. თამაშების დასრულების შემდეგ, მოსალოდნელია თუ არა რუსეთში მთავრობის მიმართ უკმაყოფილების ტალღის დაწყება იმის გამო, რომ მთავრობამ ასეთი დიდძალი რესურსი დახარჯა მაშინ, როცა ქვეყანა ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაშია?
როცა დასავლეთში ამ თემაზე საუბრობენ იმას აღნიშნავენ, თუ რამდენად მასშტაბურია რუსული კორუფცია. რუსეთში კი რეალობა ასეთია - რუსეთის ფედერაციის 83-ვე რეგიონში ოლიმპიური ჩირაღდნის ჩატანას რაღაცა სახის საპროტესტო განცხადება მოჰყვა. ზოგ შემთხვევაში ეს ინტერნეტით გავრცელებული გაცხადებები იყო, ზოგან კი მცირე ზომის დემონსტრაციები, სადაც ხალხი ამბობდა, რომ ეს თანხა საავადმყოფოების, სკოლების და სოციალური პროგრამების გაუმჯობესებაზე რომ დახარჯულიყო, რუსეთი დღეს უკეთესი ქვეყანა იქნებოდა. ეს განცხადებები დიალოგის საწინდარია, რომელიც რუსეთში დღემდე არ შემდგარა. პრობლემა განსაკუთრებით მას შემდეგ გამოიკვეთება, რაც თამაშები დასრულდება. სოჭი არასოდეს გახდება ნიო იორკ ტაიმსის მოგზაურობის სექციის მიერ რეკომენდირებული, პირველ გვერდზე მოთავსებული ქალაქი. კიდევ ერთი საინტერესესო ფაქტორი ისაა, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის მეთოდებს იყენებს და დაბალანსებული განვითარების პროექტების ნაცვლად გიგანტურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს. ეს აჩენს კითხვას იმაზე, თუ რა მიმართულებით ვითარდება რუსეთი - საბჭოური წარსულისკენ თუ თანამედროვე მომავლისკენ.
როგორც ამერიკის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი და პოსტ-საბჭოური სივრცის ანალიტიკოსი, როგორ ფიქრობთ, საკმარისს აკეთებს თუ არა ამერიკა იმისთვის, რომ რეგიონის განვითარებაში უფრო აქტიური როლი შეასრულოს? რა შეიძლება გაკეთდეს სხვანაირად?
რუსეთის მთავრობას ვიღაცამ უნდა უთხრას, რომ თუ ის საერთაშორისო თამაშის წესებს დაარღვევს, ამისთვის საფასური მოეთხოვება. სამწუხაროდ, დღეს რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ თუ რაიმე უარყოფითს მოიმოქმედებს საკუთარი ინტერესების დასაცავად, დასავლეთი თავს შეიკავებს მკაცრი რეაგირებისგან. ჩემთვის მიუღებელია ის, რომ როცა რუსეთის ჯარი საქართველოში შეიჭრა, ამერიკამ - როგორც მინიმუმი - მოსკოვიდან საკუთარი ელჩი არ გამოიწვია. რუსეთის მთავრობას ჰგონია, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, ამერიკა არანაირ სანქციებს არ დაუწესებს. როცა რუსეთი ამერიკისთვის მიუღებელ ნაბიჯებს დგამს, უნდა დავსვათ შეკითხვა, თუ რას გააკეთებდა ვაშინგტონი ეს ნაბიჯი ნებისმიერ სხვა ქვეყანას რომ გადაედგა. ფაქტია, რომ ამერიკა ძალიან გასხვავებულად მოიქცეოდა. წარმოიდგინეთ რა მოხდება ჩინეთმა მონღოლეთში ჯარი რომ შეიყვანოს. რუსეთი საქართველოში შეიჭრა. იყო ემოციური განცხადებები, აღშფოთება... მაგრამ სიტყვები რამდენიმე დღეში და ხშირად რამდენიმე წუთში დავიწყებას ეძლევა. ამიტომ აუცილებელია პრაქტიკული მოქმედება, ვაჭრობის, ურთიერთობის, თანამშრომლობის შემცირება. მე, მაგალითად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დიდ რვიანს დიდ შვიდიანად ვაქცევდი და რუსეთს შეხვედრებზე აღარ მოვიწვევდი.
რას უკავშირებთ ამერიკის ასეთ დამოკიდებულებას თუ ეს მართლაც ასეა?
ამას რამდენიმე ახსნა აქვს. ერთი ისაა, რომ თუ შეერთებული შტატები მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფოა, მისი მოქმედებები ერთი ხელით ტაშის დაკვრას ჰგავს. ამერიკის მთავრობას სჭირდება ოპონენტი, რომლის არსებობითაც გაამართლებს ზოგიერთ საკუთარ მოქმედებას. მეორე ფაქტორი, ჩემი აზრით, ინერციაა - ვაშინგტონში ხალხს ეშინია რაღაცა ისეთის გაკეთება, რამაც შეიძლება მსოფლიოში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ეს მიდგომა იმას არ ითვალისწინებს, რომ დესტაბილიზაციას ის ქვეყნები იწვევენ, რომლებიც მეზობელ ქვეყნებს ესხმიან თავს და არა ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არასწორი საქციელია.
დიდი მადლობა
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს სოჭის ოლიმპიადის მოწყობა სურდა იმის გამო, რომ სჯეროდა, ოლიმპიადა რუსეთის ძლიერი სახელმწიფოს სტატუსის აღდგენის სიმბოლო გახდებოდა. პუტინისთვის სავალალოდ, თამაშებისთვის მზადება, სოჭის ჩრდილოეთ კავკასიასთან ახლოს მდებარეობის გამო, მედიის ყურადღებას პრეზიდენტისთვის არასასურველი კუთხით იპყრობს. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში ის მოხდა, რომ სოჭის ოლიმპიადის ჩატარების სტანდარტი უკიდურესად დაეცა. ამ ეტაპზე, თუ თამაშები ტერორისტული აქტის გარეშე ჩაივლის, მივიჩნევთ რომ ოლიმპიადა წარმატებულად შედგა. პუტინს სოჭისთვის გაცილებით დიდი ამბიციები ჰქონდა.
კრემლი, სავარაუდოდ, ოპოზიციურ ჯგუფებს დააფინანსებს, დაიწყებს ეთნიკური ნიშნით დესტაბილიზაციის პროვოცირებას. გამორიცხული არ არის სამხრეთში სომხურ მოსახლეობაში და აღმოსავლეთში აზერბაიჯანელების უკმაყოფილების მომატება.პოლ გობლი