მომავალ პრეზიდენტს ამომრჩევლის თანხმობა და ქვეყნის წინაშე ანგარიშვალდებულება უნდა ჰქონდეს

თუ არჩევნების მეორე ტური ზოგიერთი ძირითადი დემოკრატიული პრინციპის დარღვევით ჩატარდა, მაგალითად არ შედგა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ან მხარეთა შორის ძალადობა მოხდა, საქართველოს საერთაშორისო იმიჯს დიდი დარტყმა მიადგება - აცხადებს მაიკ გონზალესი, ჰერიტიჯის ფონდის უფროსი მკვლევარი. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდის დროს, გონზალესი საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. მას "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

თქვენ საქართველოდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდით. იქ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლად იმყოფებოდით. როგორ შეაფასებდით არჩევნების პირველ ტურს?

არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდა. მე არ მინახავს ძალადობის ფაქტები. გავხდი კამპანიის მომსწრე, რომელიც “ქართული ოცნების” პარტიამ აწარმოა იმისთვის, რომ ხალხი არჩევნებზე გასულიყო. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. წინასწარ ვიცოდით, რომ მთავრობა ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას ეცდებოდა, რაშიც საჯარო მოხელეების, მასწავლებლების თუ პოლიციელების არჩევნებში მონაწილეობა შედიოდა და რომ მათ ხმა ერთი კონკრეტული მიმართულებით უნდა მიეცათ და არჩევნებზე სხვა ადამიანებიც მიეყვანათ.

მათ ადმინისტრაციული რესურსი არ გამოიყენეს, ან თუ გამოიყენეს, ამ მეთოდმა არ იმუშავა და რიგითმა ამომრჩეველმა საკუთარი ნების დაფიქსირება გადაწყვიტა. რამდენიმე ამომრჩეველს ვესაუბრე კიდეც და მათ სწორედ ეს მითხრეს, რომ არჩევნებში პროტესტის ხმა მისცეს მთავრობის მხარდაჭერილი კანდიდატის წინააღმდეგ.

მე, როგორც ადამიანს, რომელიც არ არის ქართველი, არ არის საქართველოს ამომრჩეველი და არ ჰყავს ფავორიტი კანდიდატი, ძალიან მესიამოვნა ის, რომ მთავრობის მხარდაჭერილმა კადიდატმა პირველ რაუნდში ვერ გაიმარჯვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ადმინისტრაციული რესურსი არ გამოიყენეს, ან თუ გამოიყენეს, ამ მეთოდმა არ იმუშავა და რიგითმა ამომრჩეველმა საკუთარი ნების დაფიქსირება გადაწყვიტა. რამდენიმე ამომრჩეველს ვესაუბრე კიდეც და მათ სწორედ ეს მითხრეს, რომ არჩევნებში პროტესტის ხმა მისცეს მთავრობის მხარდაჭერილი კანდიდატის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, როგორც დამკვირვებელი საარჩევნო პროცესით კმაყოფილი დავბრუნდი.

ქართული დემოკრატიისთვის ეს ერთგვარი გამარჯვება იყო. თუმცა, დანიშნულია არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მხოლოდ 2 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოსთვის ეს კიდევ ერთი შანსი იქნება მსოფლიო თანამეგობრობას დაანახოს, რომ ის დასავლური სტილის დენოკრატიად ჩამოყალიბდა...

საქართველო რეგიონში ყველაზე პრო-დასავლური, პრო-დემოკრატიული ქვეყანაა. საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასავლეთს დაანახოს, რომ საკუთარი ისტორიის, რელიგიით, ენით, ის დასავლეთის ნაწილია. ვფიქრობ, სწორედ ამის გამო, საქართველომ უნდა გააგრძელოს წინსვლა დასავლური ღირებულებებით და ისე იმოქმედოს, როგორც ეს დასავლურ დემოკრატიას შეეფერება.

რას გულისხმობთ ასეთ მოქმედებაში?

ჩაატაროს არჩევნები ძალადობის გარეშე, ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნები და აირჩიოს მთავრობა და პრეზიდენტი, რომელსაც ამომრჩევლის თანხმობა აქვს და მოქალაქეების წინაშე თავს ანგარიშვალდებულად გრძნობს. დღეს პრობლემები ამერიკაშიც გვაქვს, არჩევნების შემდეგ ხმების ხელახალი დათვლა სამ შტატში მოხდა. მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება დათვლის პროცესი, მხარეები ძალადობის გარეშე გადაჭრიან უთანხმოებას და ცხოვრება გაგრძელდება. უნაკლო არაფერია და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად მუშაობის გზა უნდა გამოინახოს.

20 წლის წინ ყველას ეგონა, რომ საქართველო შეუმდგარი სახელმწიფო იქნებოდა და დღეს ნახეთ - საქართველო შუმდგარი სახელმწიფო არ არის.

თქვენი აზრით, რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვაში, თუ საქართველომ ბოლომდე ვერ შეძლო დემოკრატიული პრინციპების დაცვა - მაგალითად, მოხდა ძალადობა არჩევნებზე, ან არ ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი მეორე ტური? რა იქნება ყველაზე ცუდი სცენარი?

საქართველოს იმიჯს დიდი დარტყმა მიადგება თუ არჩევნებზე დიდი პრობლემები შეიქმნება. საქართველოს მიმართ შეერთებულ შტატებში კეთლი ნება უკვე რამდენიმე ადმინისტრაციის განმავლობაში არსებობს. მე ბუშის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი. იმ დროიდან მოყოლებული საქართველოს მიმართ ვაშინგტონში დიდი პატივისცემა არსებობს. რუსეთის აგრესიის შედმეგ ეს კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა.

ამერიკაში ხედავენ იმას, თუ როგორი რთულია საქართველოს მდგომარეობა რუსეთის ქვეყანაში შეჭრის შემდეგ, როცა ქვეყნის ერთი მეხუთედის, 20 პროცენტის ოკუპაციას უცხო ქვეყნის ჯარი ახდენს და თბილისი საკუთარ ტერიტორიას ბოლომდე ვერ აკონტროლებს.

20 წლის წინ ყველას ეგონა, რომ საქართველო შეუმდგარი სახელმწიფო იქნებოდა და დღეს ნახეთ - საქართველო შუმდგარი სახელმწიფო არ არის.

წინასაარჩევნო პერიოდში ემოციების მოზღვავებასთან ერთად იყო მოწინააღმდეგეებზე ისეთ თავდასხმები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ბინძურ პოლიტიკურ თამაშად შეიძლება ჩაითვალოს. ასევე იყო თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე. თქვენი იქ ყოფნის განმავლობაში შეხვდით, თუ არა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და როგორ შეაფასებდით ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების მიმართ დამოკიდებულებას?

15 წელის დიდი დროა ენერგიის შესანარჩუნებლად. ის ენერგია, რომელიც მაშინ [ვარდების რევოლუციის შემდეგ] იყო, რა თქმა უნდა, განელდა და ეს ნორმალურია - სამუდამოდ არაფერი გრძელდება.

არასამთავრობო სექტორზე ბევრი ვისაუბრეთ. ცხადია, მთავრობის წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ პატივისცემა უნდა იქონიონ. თუმცა, არასამთავრობო სექტორიც უნდა იყოს ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული. ანუ “ენჯეოები” კრიტიკაზე მაღლა არ დგანან.

არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელშიც მე ვმუშაობ სენატშიც და წარმომადგენელთა პალატაშიც ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არ მოსწონთ ჩვენი რეკომენდაციები და პოლიტიკის შეფასება. ამას არაუშავს… ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და კრიტიკის ატანა შეგვიძლია. ერთმანეთის კრიტიკა მისაღებია თუ ამ კრიტიკას თან არ ახლავს მუქარა, ფიზიკური იქნება ეს, თუ პოლიტიკური.

პოლიტიკოსებს ხშირად არ მოსწონთ ის, რომ ვიღაც ანგარიშვალდებულებას აკისრებს. საქართველოში ყოფნის დროს ერთ ახალგაზრდა ქალს შევხვდი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. შთამბეჭდავი იყო ის, თუ რამდენად შეუპოვარი და უშიშარია ეს ადამიანი მთავრობის მხრიდან მკაცრი კრიტიკის ფონზე.

ასევე მნიშვნელოვანია მედიაც. პოლარიზება, რომელზეც საქართველოში ბევრი საუბრობს, ყველგან არსებობს. ამერიკაში გვაქვს MSNBC, CNN და FOX, “ნიუ-იორკ ტაიმსი” და “უოლ სტრიტ ჯორნალი.” მთავარია ყველა მხარეს ჰქონდეს საკუთარი აზრის გაჟღერების წყარო. დემოკრატია ყველგან არეული პროცესია, განსაკთურებით თუ ეს ახალგაზრდა დემოკრატიაა. ქვეყნები, სადაც დემოკრატია მშვიდად ვითარდება, ჩრდილოეთ კორეა და კუბაა.

ნოემბერში 15 წელი შესრულება ვარდების რევოლუციიდან. როგორ შეაფასებთ საქართველოს განვითარებას ამ პერიოდის განმავლობაში?

საქართველომ გიგანტური ნაბიჯი გადადგა წინ. პრეზიდენტ შევარდნაძეს მმართველობის დროს დიდი პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მანაც შეიტანა საკუთარი წვლილი საქართველოს წინ წაწევაში. ვარდების რევოლუციით საქართველოს მოსახლეობამ 15 წლის წინ თქვა, რომ გვსურს საკუთარი თავი ჩვენ თვითონ ვმართოთ. მოსახლეობამ თქვა, რომ მთავრობას ამომრჩევვლის თანხმობა სჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანა მართოს.

ის მოლოდინი, რომელიც ვარდების რევოლუციამ შექმნა, თქვენი აზრით გამართლდა?

15 წელი დიდი დროა ენერგიის შესანარჩუნებლად. ის ენერგია, რომელიც მაშინ იყო, რა თქმა უნდა, განელდა და ეს ნორმალურია - სამუდამოდ არაფერი გრძელდება.

მაგრამ, მიუხედავად ყველა სირთულისა, რომელიც საქართველოს აქვს, საპრეზიდენტო არჩევნების პირეველი რაუნდი წარმატების კიდევ ერთი ზარი იყო, როცა ქართველმა ხალხმა მაგიდაზე ხელი დაარტყა და თქვა - არაფერი მოხდება მანამ, სანამ ხალხი არ გადაწყვეტსო.