კორონავირუსის პანდემიის ფონზე, შეერთებულ შტატებში საპროტესტო მასშტაბური დემონსტრაციები თითქმის ყველა დიდ ქალაქში გრძელდება. დემონსტრაციების დროს იყო ძალადობის, ვანდალიზმის და ძარცვის შემთხვევები, თუმცა მოგვიანებით დემონსტრაციები კვლავ მშვიდობიან ფორმას დაუბრინდა.
რა ხდება ამერიკაში? არის თუ არა პოლიცია რასისტი? გაგზავნის თუ არა პრეზიდენტი ტრამპი ჯარს შტატებში წესრიგის აღსადგენად? ექსკლუზიურ ინტერვიუში ამ კითხვებს ამერიკის შიდა უსაფრთხოების ყოფილი მდივანი მაიკლ ჩერტოვი უპასუხებს. ჩერტოვს ია მეურმიშვილი ესაუბრა.
ბატონო მაიკლ, დიდი მადლობა ჩვენთვის დრო რომ გამონახეთ. "ამერიკის ხმის" აუდიტორია მთელს მსოფლიოში ხედავს ძალადობრივ კადრებს ამერიკის თითქმის ყველა დიდი ქალაქიდან. აგვიხსენით, რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში?
Your browser doesn’t support HTML5
ამ მოვლენების კატალიზატორი ორი კვირის წინ, მინეაპოლისში პოლიციის მიერ არაძალადობრივი დანაშაულისთვის ადამიანის დაკავება გახდა. გაუგებარია რატომ, მაგრამ მათ ამ ადამიანს ბორკილები დაადეს, შემდეგ მიწაზე დააგდეს. ერთ-ერთი პოლიციელი მას მუხლით კისერზე 8 წუთის განმავლობაში აწვებოდა, რითაც დაკავებული მოკლა. პოლიციელს ბრალი წაუყენეს აფრო-ამერიკელი ადამიანის მკვლელობაში, რომელსაც უკვე ხელბორკილები ედო. ეს ნაბიჯი ისედაც გამოიწვევდა საზოგადოების აღშფოთებას, რაც ასეც უნდა იყოს.
წინა წლის განმავლობაში, რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა აფრო-ამერიკელების წინააღმდეგ ან სიძულვილის დანაშაული იქნა ჩადენილი, ან გაუმართლებელი ბრაზის თუ სხვა ემოციის გამო რამდენიმე ადამიანი მოკლეს. მაგალითად, პოლიციამ ჩხრეკის ჩასატარებლად რეიდი არასწორ ბინაში მოაწყო და იქ უდანაშაულო ქალი მოკლა. იყო შემთხვევა, როცა შავკანიანი მამაკაცი ქუჩაში სავარჯიშოდ დარბოდა, მაგრამ ვიღაც მოქალაქეს ის დამნაშავე ეგონა, ესროლა და მოკლა. იყო სხვა შემთხვევებიც, რომლებიც უმცირესობების წარმომადგელებს შეურაცხყოფას აყენებს და მათ რასიზმზე მიუთითებს.
ასევე ნახეთ: ამერიკელების უმრავლესობა სამართალდამცავი სისტემის ძირეული რეფორმის მომხრეა
ვიტყოდი, რომ მომიტინგეების დიდი ნაწილი პოლიციის მხრიდან ძალადობის მიმართ პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავს. სამწუხაროდ, მათ შორის არიან აგიტატორები - ადამიანები ულტრა-მემარჯვენე და ულტრა-მემარცხენე ჯგუფებიდან, რომლებიც ძალადობას და კონფლიქტს აქეზებენ. ასევე არიან ადამიანები, რომლებსაც სიტუაციის გამოყენება სურს და მაღაზიების ძარცვას იწყებს. სწორედ ამ ჯგუფების მხიდან ვხედავთ ძალადობას და არა მომიტინგეების უმრავლესობისგან.
თქვენი აზრით, რატომ ხდება ეს ახლა? თქვენ რამდენიმე შემთხვევა ჩამოთვალეთ. ასევე იყო ბევრი მსგავსი შემთხვევა გასულ წლებში, მაგრამ მინეაპოლისში მომხდარ ამ ინციდენტს მთელს ქვეყანაში თითქმის უპრეცედენტო საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
Your browser doesn’t support HTML5
1960-იანების ბოლოს მსგავსი დემონსტრაციები ხდებოდა. ამ შემთხვეაში რამდენიმე რამ ხდება. იმ ინციდენტებმა, რომლებიც ჩამოვთვალე დიდი ბრაზი გამოიწვია. ვფიქრობ, რომ სახლში დარჩენის ბრძანებამ, რომელიც მთელს ქვეყანაში ორ თვეზე მეტია გრძელდება, ხალხი ძალიან დაძაბა. რასობრივი თემა რომც გამოვაკლოთ, ადამიანებს თითქმის ყველა სფეროში ეტყობათ, რომ დაძაბულები და გაბრაზებულები არიან პანდემიის სიტუაციის გამო. მესამე ასპეტქტი კი ისაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სიძულვილი ენის და რასისტული ნარატივების გაძლიერება მოხდა. მაგალითად, თეთრი რასის უპირატესობის ჯგუფებმა სინაგოგებში და მეჩთებში ხალხი დახოცეს. მართალი გითხრათ, პრეზიდენტის მიერ გაკეთბულმა ზოგიერთმა განცხადებამ შეუმწყნარებლობის გაღრმავებას ხელი შეუწყო, მაგალითად იმიგრანტების, მუსლიმების, უმცირესობების მიმართ. ეს, თავის მხრივ, დაძაბულობასა და ბრაზს ამძაფრებს. ვფიქრობ, ფლოიდის გაგუდვა ბოლო წვეთი იყო.
იმ რიტორიკის მომძლავრებასთან ერთად, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, არსებობს ფართოდ გავრცელებული შეხედულება, რომ ამერიკაში სისტემური რასიზმი ჯერ ისევ არსებობს. როგორ ფიქრობთ, ამ დემონსტრაციებს და იმედგაცრუების მატებას, ამერიკის ინსტიტუტებზე გავლენა აქვს?
პოლიციელების უმრავლესობას საკუთარი საქმის კარგად გაკეთება სურს. თუმცა, ასევე ვფიქრობ, რომ არსებობს რასიზმის კერები პოლიციაში ზოგიერთ ისეთ თემში, სადაც დანაშაულებრივ ქმედებებს ძირითადად უმცირესობის წარმომადგენლები ჩადიან და ამის გამო პოლიციელებს უმცირესობების მიმართ შეუმწყნარებლური შედედულებები უყალიბდებათ.
ცხადია, ამერიკაში ყოველთვის იყო რასიზმის ელემენტები, ათწლეულების მანძილზე. ბევრ ჩვენგანს ეგონა, რომ დროთა განმავლობაში ის კლებულობდა. მოგეხსენებათ, ამერიკელებმა აფრო-ამერიკელი პრეზიდენტი ორჯერ აირჩიეს და ამასთან, შავკანიანი ამერიკელები უფრო ხშირად გვხვდებიან ძალიან დიდ და საპასუხიმგებლო თანამდებობებზე. მაგრამ, ზოგად ეკონომიკურ ფონს რომ შევხედოთ, უმცირესობების თემები ეკონომიკურად ყველაზე გაჭირვებულ კატეგორიაში შედიან. ასევე, მაგალითად, კოვიდ-19-ის შედეგად, უმცირესობათა შორის მსხვერპლი უფრო მაღალია ვიდრე თეთრკანიანთა შორის. ეს ნაწილობრივ უკვე არსებულ დაავადებებს, მჭიდროდ დასახლებას და ზოგადად, ეკონომიკურ სიდუხჭირეს უკავშირდება, რაც მათ უფრო სუსტ სამიზნეებს ხდის პანდემიისთვის. ვფიქრობ, ბოლო პერიოდში ჯანდაცვასა და ეკონომიკაზე პანდემიის ზეწოლის შედეგად, ბევრი რამ დავინახეთ, მათ შორის, უთანასწორობაც. ამერიკაში ხალხის უმრავლესობა თანასწორობის მომხრეა. ამიტომაც ვხედავთ ყველა რასის წარმომადგენელს ამ დემონსტრაციებზე. ზოგიერთი ადამიანი ცდილობს კრიზისის დროს პოლიტიკური ქულები დაიწეროს. ამან კი საზოგადოებაში უკურეაქცია გამოიწვია და უფრო მეტ ადამიანს უბიძგა ქუჩაში გამოსვლისკენ.
ეს უნდა გკითხოთ - არის თუ არა ამერიკის პოლიციაში სისტემური შეუმწყნარებლობა?
ვფიქრობ, პოლიციელების უმრავლესობას საკუთარი საქმის კარგად გაკეთება სურს. თუმცა, ასევე ვფიქრობ, რომ არსებობს რასიზმის კერები პოლიციაში ზოგიერთ ისეთ თემში, სადაც დანაშაულებრივ ქმედებებს ძირითადად უმცირესობის წარმომადგენლები ჩადიან და ამის გამო პოლიციელებს უმცირესობების მიმართ შეუმწყნარებლური შედედულებები უყალიბდებათ. ზოგჯერ ასევე გვაქვს შემთხვევები, როცა ადამიანი პოლიციელი იმიტომ ხდება, რომ გარკვეული ძალაუფლების ქონა მოსწონს. მაგრამ, პოლიციელების უმრავლესობა კარგია ადამიანია, რომელიც ყოველ დღე საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს მოქალაქეების დასაცავად.
იქიდან გამომდინარე, თუ ვინ ცხოვრობს თეთრ სახლში, პოლიტიკა შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ ფუნდამენტურად - კონგრესს და ამერიკელ ხალხს სჯერა თქვენი თავისუფლების და ჩვენს შორის ძლიერი ურთიერთობის.
ახლა ჯარზე რომ გადავიდეთ. ამერიკაში ბევრი საუბრობს პრეზიდენტის მიერ შტატებში ჯარის გაგზავნაზე სამოქალაქო წესრიგის აღსადგენად. რას ფიქრობთ ამაზე, არის, თუ არა ეს ქმედება კანონიერი და თუ კი, მაშინ რა შემთხვევაში?
ორი რამ უნდა ვთქვა - ეროვნული გვარდია, რომელიც სამხედრო უწყებაა, შტატების გუბერნატორების დაქვემდებარებაშია, მათ აქვთ უფლებამოსილება, რომ გარკვეულ პროცესებში ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე წესრიგის შესანარჩუნებლად. საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად ან სტიქიური უბედურებების დროს არაერთხელ გვქონია შემთხვევა, როცა გუბერნატორი ეროვნულ გვარდიას იყენებს. ამიტომ, გვარდიის გამოყენებაში არაფერი უჩვეულო არ არის.
თუმცა, ამერიკის ჯარის გამოყენება უჩვეულო იქნება. არსებობს კანონი, რომელსაც ამბოხების აქტი ჰქვია და ის განსაზღვრავს ორიოდე ძალიან ვიწყო ფანჯარას იმისთვის, რომ დაიცვას ფედერალური სამოქალაქო უფლებები ან ფედერალური მთავრობის ფუნქციონირება. ამ კანონის ამოქმედება ძალიან იშვიათად ხდება. ის ერთი-ორ პრეზიდენტს აქვს გამოყენებული მასობრივი ამბოხის დროს. მაგრამ ის ყოველთვის გუბერნატორების მოთხოვნის საფუძველზე მოქმედებს.
როგორც თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა განაცხადა, წესრიგის აღსადგენად ჯარის გაგზავნა კარგი იდეა არ არის. პირველ რიგში, ჯარისკაცები ამისთვის გაწვრთნილი არ არიან. მეორე ისაა, რომ ამ ნაბიჯით დაძაბულობა გაჩნდება ჯარსა და მოქალაქეებს შორის. და მესამე, ჯარს ამის გაკეთება არ სურს. ესპერმა ცხადად თქვა, რომ ქუჩებში ჯარის გაგზავნას მხარს არ დაუჭერს.
როგორ დამთავრება ეს ყველაფერი? როგორ შეიძლება განიმუხტოს სიტუაცია, რომელიც ამდენი ხნის მანძლზე დაგროვებული ემოციებისა და ბრაზის გამოაფეთქდა?
რუსეთმა ორიოდე წლის წინ ერთხელ უკვე გვანახა, რომ შეუძლია ჩვენს საქმეებში ჩარევა და სოციალურ მედიით მანიპულირება. ახლაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეისბუქმა და ტვიტერმა ყალბი ანგარიშები გააუქმეს, რომლებიც რუსეთთან იყო დაკავშირებული.
წარსულში, როცა მსგავსი სიტუაციები გვქონდა, ჩვენი ქვეყნის ლიდერები გამოსულან და უთქვამთ, როგორც ეს პრეზიდენტმა ბუშმა გააკეთა რამდენიმე დღის წინ. მე მესმის თქვენი ტკივილი, თქვენსავით ვარ შეურაცხყოფილი იმის გამო, რაც ბატონ ფლოიდს შეემთხვა და მოდით ერთად გავაუმჯობესოთ სიტუაცია. ამისთვის შეიძლება საკანონმდებლო პროცესი გახდეს საჭირო, რომ მაგალითად, უკეთ განისაზღვროს რას ნიშნავს პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბება. მომიტინგეებმა უნდა იგრძნონ, რომ რაღაც კეთდება. იმედი მაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. ამავდროულად, თემების ლიდერები უნდა გამოვიდნენ და ადამიანებს უთხრან, რომ ეს საკითხი საარჩევნო ყუთებთან გადაჭრან, და არიჩიონ ხალხი, რომელიც საზოგადოების გულისტკივილს მოისმენს და რაღაცას გააკეთებს, უთანასწორობის, რასიზმის, ეთნიკური მიკერძოების და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შესაჩერებლად. ჩვენს თავთან გულახდილი უნდა ვიყოთ. დიდი ხანია სერიოზული პრობლემები მწიფდებოდა და ვფიქრობ, მოვიდა დრო ისინი გადავჭრათ. უნდა მოვნახოთ გზები, რომლებიც ჩვენი ერის ჭრილობებს შეახორცებს ისე, როგორც ეს წარსულში შვენს დიდ ლიდერებს არაერთხელ გაუკეთებიათ.
თქვენი აზრით, რა მოხდება? თქვენ ისაუბრეთ იმაზე, რა უნდა მოხდეს, მაგრამ რა მოხდება?
ვფიქრობ, დემონსტრაციები გაგრძელდება. ალბათ, ამინდზეც ბევრი იქნება დამოკიდებული. პროტესტი გარკვეული პერიოდი გაგრძელდება და ძალადობრივი საქციელი გადაივლის. ადამიანები სხვა გზებს გამონახავენ ცვლილების დასანერგად. ცუდი ის იქნება, თუ მთავრობა რაღაც ისეთს გააკეთებს, რამაც შეიძლება დამატებითი ძალადობა გამოიწვიოს. გუბერნატორები და მერები ყველანაირად ცდილობენ მაქსიმალური თავშეკავება გამოიყენონ. თუ მათ შეძლეს ასე გააგრძელონ, ვფიქრობ მდგომარეობა დამშვიდდება.
Your browser doesn’t support HTML5
თქვენ თქვით, მთავრობამ თუ რამე მაპროვოცირებელი არ გააკეთაო. რა შეიძლება იყოს ეს?
ის რაც ლაფაეტის სკვერზე მოხდა ვაშინგტონში - პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალიან სწრაფად და ძალადობრივად დაშალა. ასევე იყო შემთხვევა, როცა პოლიცია შვეულმფრენებს ძალიან დაბალ სიმაღლზე აფრენდა ხალხის დასაშლელად, რის შედეგადაც ხეების ტოტები და ქუჩის ნიშნები დაემტვრა. ამას არანაირი აზრი არ ჰქონდა. ასეთ ნაბიჯებს უკურეაქცია მოჰყვება. იმედი მაქვს მსგავსი სისულელეები არ განმეორდება.
რუსეთისა და ჩინეთს მხრიდან საინტერესო, და ალბათ მოსალოდნელი რეაქცია ვნახეთ. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერზე ჯორჯ ფლოიდის ბოლო სიტყვები გაიმეორა „ვერ ვსუნთქავ.“ თუმცა პასუხად ჩინელი ახალგაზრდებისგან მიიღო - ჩვენ ვერ ვტივტავთ. თქვენი აზრით, ჩინეთი ამ მდგომარეობით სარგებლობს?
არ იქნება გააკვირი ის, რომ რუსეთი და ჩინეთი ამ ქვეყანაში სოციალურ მედიას იყენებდნენ იმისთვის, რომ ვითარება დაძაბონ და დაპირისპირება გააღრმავონ. რუსებისგან ამის მცდელობის დასტური უკვე გვაქვს. ჩინელებს თავად აქვთ რთული სიტუაცია, როცა წლების მანძილზე პირველად, ოფიციალური პეკინი ცდილობს ჰონგ-კონგს ის სტატუსი და უფლებები ჩამოართვას, რომლებიც აქამდე ჰქონდა. ის, რაც ამერიკაში ხდება სი ძინ პინისთვის საჩუქარია. მას შეუძლია თქვას, რომ ის, რასაც ჰონგ-კონგში აკეთებს არაფრით განსხვავდება იმისგან, რასაც ამერიკა აკეთებს. სამწუხაროა ის, რომ ამერიკის მორალური უპირატესობა ზიანდება იმით, რაც ერთმა პოლიციელმა მინეაპოლისში გააკეთა და ჩინელები ამას საბაბად იყენებენ ჰონგ-კონგში ძალის გამოყენების გასამართლებლად.
რუსეთზე რას იტყვით?
რუსეთმა ორიოდე წლის წინ ერთხელ უკვე გვანახა, რომ შეუძლია ჩვენს საქმეებში ჩარევა და სოციალურ მედიით მანიპულირება. ახლაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეისბუქმა და ტვიტერმა ყალბი ანგარიშები გააუქმეს, რომლებიც რუსეთთან იყო დაკავშირებული.
რუსეთი აგრძელებს იგივეს კეთება, გავლენის გავრცელებას, კიბერ თავდასხმებს. საქართველოს, ბალტიისპირეთს, სხვებს მინდა ვუთხრა, რომ ამერიკელ ხალხს დღემდე მტკიცედ სჯერა თქვენი დამოუკიდებლობის, თქვენი თავისუფლების და იმის, რომ დასავლური ალიანსის სისტემის წევრები იყოთ. კონგრესი და ზოგადად ამერიკელი ხალხი აფასებს ჩვენს ურთიერთობას.
ამ მოცემულობაში - როცა რუსეთის მტრული საქმიანობა ყველაგან შეინიშნება - კიბერსივრცეში, საქართველოს და უკრაინის შემთხვევაში სამხედრო ოკუპაციით, როცა შეერთებულ შტატებში ასეთი მდგომარეობაა და ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვაშინგტონი ახალგაზრდა დემოკრატიებს სათანადო ყურადღებას ვერ უთმობს - თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ?
მე შიდა უსაფრთხოების მდივანი ვიყავი 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ჩემი პასუხისმგებლობა მაშინ განსაკუთრებით რუსეთის კიბერ-საქმიანობისთვის ყურადღების მიქცევა იყო. ამას ახლაც ვაქცევ ყურადღებას. რუსეთი აგრძელებს იგივეს კეთება, გავლენის გავრცელებას, კიბერ თავდასხმებს. საქართველოს, ბალტიისპირეთს, სხვებს მინდა ვუთხრა, რომ ამერიკელ ხალხს დღემდე მტკიცედ სჯერა თქვენი დამოუკიდებლობის, თქვენი თავისუფლების და იმის, რომ დასავლური ალიანსის სისტემის წევრები იყოთ. კონგრესი და ზოგადად ამერიკელი ხალხი აფასებს ჩვენს ურთიერთობას. არასოდეს დამავიწყდება. მაშინ მდივანი ვიყავი და ერთ-ერთ მინისტრს შევხვდი. მითხრა, რომ ბავშვობაში, როცა საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა, "ამერიკის ხმას" და რადიო თავისუფლებას უსმენდა და ეს მას იმედს აძლევდა, რომ ამერიკა მათ არ ივიწყებდა და მათზე ფიქრობდა. ჩემი გზავნილი ისაა, რომ ჩვენ თქვენთან ვართ. იქიდან გამომდინარე, თუ ვინ ცხოვრობს თეთრ სახლში, პოლიტიკა შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ ფუნდამენტურად - კონგრესს და ამერიკელ ხალხს სჯერა თქვენი თავისუფლების და ჩვენს შორის ძლიერი ურთიერთობის.