აშშ-ს ყოფილ ეჩს ნატოში, კურტ ვოლკერს სირიის ასადის რეჟიმის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე და ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის ასპექტებზე ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.
ცოტა ხნის წინ, სირიიის ასადის რეჟიმმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, როგორ ფიქრობთ. რატომ ახლა და რა უნდა გააკეთოს თბილისმა, რომ შეინარჩუნოს საერთაშორისო თანამეგობრობის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა?
პირველ რიგში, სირია მთლიანად დამოკიდებულია ირანსა და რუსეთზე. ამიტომ მათ მიერ აღიარება, რუსეთის ინტერესებშია. სირია რუსეთზეა დამოკიდებული. რაც შეეხება რუსეთს, ის ცდილობს მდგომარეობის დაძაბვას სხვადასხვა საკითხებით, იქნება ეს ბრიტანეთში ნერვული აგენტის გამოყენება, სირიაში სამხედრო კამპანია, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო ვითარება თუ საქართველოს შემთხვევაში, აღიარება.
შესაძლებელია, რომ სხვა ქვეყნები, როგორიცაა ირანი მიჰყვნენ სირიის მაგალითს? როგორ შეუძლია დასავლეთს საქართველოს დაეხმაროს?
ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ [აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი]. როგორც იცით, სხვა ქვეყნებმა, რომლებიც მოსკოვზე არიან დამოკიდებული ან მისგან რაიმეს მიღებას ელიან, ეს ნაბიჯი გადადგეს. ნიკარაგუა ერთ-ერთია, ასევე წყნარი ოკეანის კუნძულს ამაში ფული გადაუხადეს. ასე რომ ეს შესაძლებელია.
სირია მთლიანად დამოკიდებულია ირანსა და რუსეთზე. ამიტომ მათ მიერ აღიარება, რუსეთის ინტერესებშია
სახელმწიფოების უმეტესობა ასე არ მოიქცევა, რადგან ყველა ქვეყანას აქვს რეგიონი ან ქვეყნის ნაწილი, რომელიც შემდეგ გამოყოფას მოინდომებს. მათ არ სურთ დაუშვან პრეცენდენტი, როცა ერთ შემთხვევაში აღიარებენ და მეორე შემთხვევაში მოუწევთ იმის ახსნა, თუ რატომ არ მოქმედებენ თანმიმდევრულად. ეს შეეხება ირანსაც, რომელიც სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს აერთიანებს.
საქართველოს ადმინისტრაცია და პრემიერი კვირიკაშვილი ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას აძლევს უფლებას ისარგებლოს საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღებული სარგებელით. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი ამ რეგიონებს მთლიანად აკონტროლებს, ეს უფრო „პი-არ“ ნაბიჯად შეგვიძლია განვიხილოთ თუ მისი განხორცილება შესაძლებელია?
ჩვენ ეს ორი რამ უნდა განვაცალკევოთ. არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მთავრობის ინიციატივასა და რუსეთის ცუდ ქცევას შორის. ამის მიუხედავად რუსეთი გააგრძელებს ცუდად მოქცევას. რუსეთის მიერ ყველაფრის დაბლოკვის მცდელობიდან გამომდინარე მთავრობას ამ ინიციატივის შესრულების მცირე შანსი აქვს.
თუმცა, ინიციატივა, მისი შინაარსის და ფორმის გათვალისწინებით მნიშვენლოვანია, რადგან მთავრობა აჩვენებს პოზიციას, რომ მზადაა საქართველოს მოქალაქეებს დაეხმაროს. სწორია, როდესაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ეუბნები, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან მიუხედავად მათი ეთნიკური კუთხვნილებისა და იმ სიკეთეებით შეუძლიათ ისარგებლონ, რითაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ამ სარგებელზე მათ ხელი არ მიუწვდებათ, რუსეთის ოკუპაციაა.
საქართველოში და დასავლეთში საქართველოს წინა ხელისუფლებას რუსეთისადმი „უხეში რიტორიკის“ და მკაცრი ნაბიჯების გამო ბევრი აკრიტიკებდა. „ქართული ოცნების“ მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ ექნებოდა უფრო მეტად პრაგმატული მიდგომა რუსეთისადმი, მან შეარბილეს რიტორიკა და მიდგომა. თუმცა ამის მიუხედავად, რუსეთი განაგძობს აგრესიულ პოლიტიკას, იქნება ეს ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება, ქართველი მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკლელობა და ოკუპირებული ტერიტორიების უფრო მჭიდრო ინტეგრაცია. ამის გათვალისიწნებით, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკა რუსეთისადმი?
ტრამპის ადმინისტრაციას, ობამას ადმინისტრაციასთან შედარებით, რუსეთის მიმართ უფრო მტკიცე და მკაცრი პოლიტიკა აქვს
პირველ რიგში, ვფიქრობ რუსეთის ცუდი საქციელის გამო არცერთი მთავრობა არ უნდა დავადანაშაულოთ, იქნება ეს სააკაშვილის თუ კვირიკაშვილის, რუსეთი იქცევა ისე, როგორც იქცევა. მას სამეზობლოში გავლენის შენარჩუნება, არასტაბილურობის შექმნა, საქართველოს და უკრაინის ევროპისგან ჩამოშორება სურს, რუსეთი ამ პოლიტიკას გააგრძელებს.
აქ რამდენიმე ფაქტორია. თუ რუსეთს არ სურს იმ ნაბიჯების გადაგმა, რასაც ვითხოვთ, ამ შეთხვევაში მოქმედების არეალი შეზღუდულია და ეს [საქართველოს] ორივე მთავრობის პოლიტიკას ასახავს.
მეორე ფაქტორია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან დაკავშირება და მათთვის იმის ჩვენებაა, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან. და მესამე დემოკრატიისკენ, რეფორმისა და დანარჩენ მსოფლიოსთან ინტეგრაციისკენ ორიენტირებაა. და ამას ორივე მთავრობა აკეთებდა. ეს საბოლოოდ საქართველოსთვის უსაფრთხოების, კეთილდღეობის და მსოფლიოში მისი ადგილის საუკეთესო გარანტია.
პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში იმყოფებოდა . ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა და განახლდა საუბარი თავისუფალი ვაჭრობის და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების თაობაზე, როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში?
ვფიქრობ ურთიერთობა სწორი გზით მიდის. არაა საჭირო რაიმე ახლის შექმნა. ყველაფერი სწორი მიმართულებით ვითარდება. ჩვენ კარგი სტრატეგიული დიალოგი და ახლო სამხრედო თანამშრომლობა გვაქვს. თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს „ჯაველინები“ გადავეცით.
ასევე განიხილება ვაჭრობის საკითხები, რომელიც შესაძლოა პოზიტიურად განვითარდეს. დღის წესრიგში ბევრი რამ დგას. ამიტომ, საჭიროა ფოკუსის შენარჩუნება და სწორი გზით სვლა. აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებების მზარდაჭერა და ევროპაკავშირთან ურთიერთობის ხელშეწყობაა. საბოლოოდ საქართველო აქ - ევროპული ოჯახის წევრად დაიმკვიდრებს თავს.
ამერიკის ყოფილი ადმინისტრაცია, კრიტიკოსების აზრით, რეგიონში ნაკლებად ჩართული იყო. 2008 წლის შემდეგ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა“ დაიწყო, მალევე გააუქმა სანქციები და საბოლოდ დასვლეთმა თავშეკავებულად უპასუხა, საქართველო-რუსეთის ომს. როგორ ფიქრობთ, დღეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს პოლიტიკა შეიცვალა? უფრო მეტ ჩართულობას ვხედავთ თუ ნაკლებს?
ეს საინტერესო კითხვაა. შეგვიძლია ის საქართთველოს პრიზმაში განვიხილოთ, თუმცა ვფიქრობ უფრო შესაფერისია ვაშინგტონის მხრიდან შეხედვა. პრეზიდენტმა ობამამ უარყო ჯორჯ ბუშ უმცორის პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ დღეს დემოკრატები რუსეთზე, იმ დროისთვის, მათ რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა“ სურდათ და ამ მიზნით, მათ უგულველბელყვეს რუსეთთან არსებული პრობლემები. მათ შორის, საქართველოში შეჭრა და ოკუპაცია. ცხადია, ეს არ გამოვიდოდა, რადგან რუსეთი არ შეცვლილა და ამას, პრობლემების ახალი სერია მოჰყვა.
ტრამპის ადმინისტრაციას, ობამას ადმინისტრაციასთან შედარებით, რუსეთის მიმართ უფრო მტკიცე და მკაცრი პოლიტიკა აქვს.
ეს კარგია რადგან, ვფიქრობ უნდა გავავლოთ გარკვეული ხაზები რუსეთთან, ვნახოთ მოჰყვება თუ არა ამას სტაბილიზაცია და შეგვეძლება თუ არა მომავლისკენ გავიხედოთ.