ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებას გამოეხმაურა.
"შეერთებული შტატები მკაცრად გმობს სირიის რეჟიმის განზრახვას დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია. შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ არის ურყევი," ნათქვამია განცხადებაში.
"ჩვენ სრულად ვუჭრთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს გაითვალისწინონ გაეროს ქარტიით დაკისრებული საკუთარი ვალდებულებები და გააკეთონ იგივე [რასაც აკეთებს შეერთებული შტატები]. და კიდევ ერთხელ, შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს საკუთარი ძალები ომამდელ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად," აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
Facebook Forum