ფარკასი: ბაიდენი რუსეთის მიმართ უფრო მტკიცე იქნება, საქართველოსთან კი ობამას მსგავს ჩართულობას შეინარჩუნებს

3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ოფიციალურად ჯერ ისევ არ არის ცნობილი, თუ ვინ იქნება ამერიკის მომდევნო პრეზიდენტი - მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თუ მისი დემოკრატი ოპონენტი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მედიამ ჯო ბაიდენი გამარჯვებულ კანდიდატად დაასახელა, რის შემდეგაც მას "არჩეულ პრეზიდენტს" უწოდენებ. პრეზიდენტი ტრამპი არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს. მისმა იურიდიულმა გუნდმა საარჩევნო პროცესში, სავარაუდო, დარღვევების გამოსავლენად საქმე რამდენიმე შტატში სასამართლოში შეიტატნა. ​

ამერიკის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს უნდა გაიმართოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თარიღამდე ყველა საარჩევნო დავა უნდა გადაიჭრას. ​

მანამდე კი, გთავაზობთ ექსპერტის მოსაზრებას იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს ბაიდენის, სავარაუდო, ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთის, ნატოს და საქართველოს მიმართ. ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის დეპატრამენტის ყოფილ მაღალჩინოსან ეველინ ფარსკასს ​"ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ქალბატონო ეველინ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის დრო რომ გამონახეთ. შეერთებულ შტატებში, სავარაუდოდ, ახალი ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად, დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაში. სად ხედავთ არსებული პოლიტიკის გაგრძელების შესაძლებლობას და სად შეიძლება ვნახოთ დრამატული განსხვავებები?

დიდი მადლობა ამ შესაძლებლობის მოცემისთვის. ის უნდა ვთქვა, რომ მე არ წარმოვადგენ არჩეულ პრეზიდენტ ბაიდენს და არ ვარ მისი გარდამავალი გუნდის წევრი. თუმცა მოგეხსენებათ, ობამას ადმინისტრაციაში პენტაგონის მაღალჩინოსანი ვიყავი და ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან არაერთხელ მქონია ახლო თანამშრომლობა, რაც მისი შეხედულებების ცოდნის საშუალებას მაძლევს.

ვფიქრობ, ვნახავთ სრულ შემოტრიალებას „მხოლოდ ამერიკა“ და „ამერიკა პირველ რიგში“ პოლიტიკიდან. ცხადია, გაგრძელდება შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების დაცვა, მაგრამ ამას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გავაკეთებთ ისე, რომ დაწინარუდეს როგორც ჩვენი საერთაშორისო, ასევე ჩვენი ეროვნული ინტერესები.

ვფიქრობ, ვნახავთ სრულ შემოტრიალებას „მხოლოდ ამერიკა“ და „ამერიკა პირველ რიგში“ პოლიტიკიდან. ცხადია, გაგრძელდება შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების დაცვა, მაგრამ ამას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გავაკეთებთ ისე, რომ დაწინარუდეს როგორც ჩვენი საერთაშორისო, ასევე ჩვენი ეროვნული ინტერესები. უკვე ვნახეთ, რომ არჩეული პრეზიდენტი ჩვენს ტრადიციულ მოკავშირეებს და პარტნიორებს ტელეფონით ესაუბრა. ვფიქრობ, ამერიკის უფრო ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას დავუბრუნდებით.

მოდით ევრაზიაზე ვისაუბროთ, კერძოდ კი - რუსეთზე. რუსეთთან ურთიერთობა ხშირად განსაზღვრავს რეგიონში ამერიკის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობასაც. ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა წლების მანძილზე განსხვავდებოდა, თუმცა ბევრი იყო საერთოც. ყოველი ახალი პრეზიდენტი რუსეთთან რაღაც სახის გადატვირთვას, ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობდა. ამით რომ დავიწყოთ - ელოდებით თუ არა, არჩეული პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციისგან რუსეთისთვის ხელი გაწოდებას?

Your browser doesn’t support HTML5

ფარკასი: საქართველოსთან აშშ-ის ჩართულობა, სავარაუდოდ, იგივე დონეზე გაგრძელდება, როგორც ობამას დროს

თუ იმას გულისხმობთ, მოველი თუ არა რუსეთის მიმართ ხელშეწყობის ან ზედმეტად მეგობრული დამოკიდებულების ქონას, პასუხია - არა. თუმცა, მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს პრეზიდენტი მოვა და რუსეთთან ძალიან მტკიცე იქნება. ცხადია, ის რუსეთს თანამშრომლობას შესთავაზებს, სადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ მას ძალიან მტკიცე მიდგომა ექნება.

ასევე ნახეთ: მოხდება თუ არა რუსეთთან ურთიერთობის "გადატვირთვა"

როცა არჩეული პრეზიდენტი ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო, ის ყოველთვის მკაფიოდ საუბრობდა პუტინის მიზნებზე. პუტინმა ცხადად დაგვანახა ყველას მისი შეხედულება ამერიკულ დემოკრატიაზე არა მხოლოდ 2016 წლის არჩევნებში ჩარევით, არამედ მოგვიანებითაც, იქნებოდა ეს კიბერ-ოპერაციები თუ პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა ისე, რომ ეს ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.

ვფიქრობ, არჩეული პრეზიდენტი დემოკრატიას დაიცავს. მან თქვა კიდეც, რომ „დემოკრატიის სამიტს“ გამართავს და დაიცავს არა მხოლოდ ჩვენს დემოკრატიას, არამედ სხვა ქვეყნების სუვერენულ დემოკრატიულ უფლებებს.

ბევრი ქვეყნის წარმომადგენლებისგან გვსმენია, რომ ბაიდენის სავარაუდო ადმინისტრაციის პირობებში ამერიკა ადამიანის უფლებებს, სიტყვის, მედიის თავისუფლებას მეტად დაიცავს. თქვენი აზრით, რას ნიშნავს დემოკრატიის მეტად დაცვა?

არჩეული პრეზიდენტი აცნობიერებს იმას, რომ ამჟამად მსოფლიოში მიმდინარეობს დაპირისპირება დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის.

პირველ რიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩეული პრეზიდენტი აცნობიერებს იმას, რომ ამჟამად მსოფლიოში მიმდინარეობს დაპირისპირება დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის. აქ არ ვსაუბრობთ მხოლოდ რუსეთზე. აქ საუბარია ჩინეთზეც. ნახეთ, რას აკეთებს ჩინეთი ჰონგ-კონგში.

ნიშნავს ეს იმას, რომ უფრო აგრესიული მიდგომა გვექნება დემოკრატიების დასაცავად? არა. ვფიქრობ, უფრო მკაცრი ვიქნებით, როცა საქმე ამერიკის და იმ ქვეყნების დაცვას შეეხება, რომლებთანაც ხელშეკრულებები გვაქვს, მაგრამ სხვა შემთხვევებში, ვფიქრობ დიპლომატიურ და ეკონომიკურ ძალისხმევას გავაძლიერებთ. არ მგონია, რომ მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებაზე ვიმუშავებთ, მაგრამ ვფიქრობ, იქ გავაძლიერებთ დემოკრატიას, სადაც ის უკვე არსებობს.

თქვენ მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიების დაცვაზე საუბრობთ. თურქეთი ნატოს მოკავშირე ქვეყანაა, რომლის დემოკრატიაზეც ბოლო პერიოდიში შეშფოთებები ხშირად ისმის. თქვენი აზრით, როგორი იქნება არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკა თურქეთის მიმართ?

Your browser doesn’t support HTML5

ბაიდენის გუნდის გამოწვევები

ამის თქმა რთულია. თურქეთთან ურთიერთობა ძალიან რთულია. ჩვენ მათთან რა თქმა უნდა, ნატოს მოკავშირეობა გვაკავშირებს. ასევე გვაქვს ბევრი საერთო ინტერესი, მაგალითად, სირიაში, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის თვალსაზრისით. ძალიან ვაფასებთ იმას, რასაც თურქეთი აკეთებს ლტოლვილების მიღებით. მაგრამ, ამავე დროს, თურქეთში დემოკრატია - დიპლომატიურად რომ ვთქვა - უნაკლო არ არის. ვფიქრობ, ადმინისტრაცია, რომელიც დემოკრატიაზე და დემოკრატიულ ქვეყნებში უმცირესობების უფლებებზე იზრუნებს, თურქეთს დახურულ კარს მიღმა მაინც დაელაპარაკება - თუ არა საჯაროდ. ასევე ვფიქრობ, ნატოს ზოგიერთი სხვა მოკავშირის შემთხვევაშიც, გავზრდით მოლოდინებს დემოკრატიული მმართველობის თვალსაზრისით.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას ნატოსთან ურთიერთობაში შერეული წარმატება ჰქონდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ისაა, რომ პრეზიდენტის მოთხოვნით, მოკავშირეებმა თავდაცვაზე დანახარჯების გაზრდა დაიწყეს, რაც საბოლოო ჯამში, ალიანსს აძლიერებს. მეორეს მხრივ კი, იყო ბევრი შეშფოთება და დაპირისპირებაც კი ნატოს ზოგიერთ მოკავშირესა და ამერიკას შორის. თქვენი აზრით, როგორი იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის ურთიერთობა ნატოსთან?

ასევე ნახეთ: "თვალებში გიყურებ და არ მგონია, სული გაგაჩნდეს" - ბაიდენის მიდგომა რუსეთთან

ალიანსის ქვაკუთხედი, როცა საქმე რუსეთს ეხება, შეკავებაა. შეკავებისთვის აუცილებელია ფიზიკური ძალა, რაშიც თვითმფრინავები, გემები, ჯარისკაცები შედის. ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტი პოლიტიკური შეკავებაა - იმის ჩვენება, რომ გაქვს პოლიტიკური ნება. სამწუხაროდ, პრეზიდენტ ტრამპის ნატოზე უწყვეტი თავდასხმების გამო, შეიქმნა შეხედულება, რომ ალიანსის პოლიტიკური ნება შესუსტდა, განსაკუთრებით - იმ ფონზე, როცა ნატო დამოკიდებულია შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე, იმ შემთხვევაში თუ ალიანსს რაიმე სახის კონფლიქტი წამოეჭრა რუსეთთან.

ვფიქრობ, არჩეული პრეზიდენტი ბაიდენი უფრო მკაცრი იქნება რუსეთის მიმართ შეკავების ძლიერი გზავნილის გაჟღერების თვალსაზრისით, რომ რუსეთმა ნატოს წითელი ხაზები არ გადაკვეთოს, იქნება ეს ფიზიკური ძალით თუ სხვა მეთოდებით. ასევე ვფიქრობ, შეძლებისდაგვარად, ის ეცდება ამ ქოლგის ქვეშ ისეთი ქვეყნებიც მოაქციოს, როგორიც უკრაინა და საქართველოა.

თქვენ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს, პენტაგონში მუშაობდით და იცით, როგორი შეიძლება იყოს არჩეული პრეზიდენტის სავარაუდო დამოკიდებულება ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. როგორ ფიქრობთ, მომავალი ადმინისტრაცია გააგრძელებს ნატოს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას?

შოკირებული ვიქნები ასე რომ არ მოხდეს. თუმცა, რას ნიშნავს ეს რეალობაში, არ ვიცი. მიიღებს თუ არა ნატო ახალ წევრებს? ეს, მოგეხსენებათ, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. როგორც ვიცე-პრეზიდენტი, ბაიდენი ყოველთვის მხარს უჭერდა ღია კარის პრინციპს და არ მაქვს მიზეზი ვიფიქრო, რომ ეს მომავალში შეიცვლება.

ვფიქრობ, ჩართულობა იქნება იგივე დონეზე, როგორც ეს ობამას ადმინისტრაციის დროს იყო. საქართველოში სიტუაცია ძალიან დაძაბულია - ისევე როგორც ეს ამერიკაშია ახლა. მიმდინარეობს ძალიან რთული პოლიტიკური ბრძოლა.

რას ფიქრობთ საქართველოზე? თქვენი აზრით, რამდენად ჩართული იქნება მომავალი ადმინისტრაცია საქართველოსთან?

ვფიქრობ, ჩართულობა იქნება იგივე დონეზე, როგორც ეს ობამას ადმინისტრაციის დროს იყო. საქართველოში სიტუაცია ძალიან დაძაბულია - ისევე როგორც ეს ამერიკაშია ახლა. მიმდინარეობს ძალიან რთული პოლიტიკური ბრძოლა. ვფიქრობ, ამერიკა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას იმაში, რომ ის მოქნილ, მტკიცე დემოკრატიად ჩამოყალიბდეს, რადგან ეს ქართველი ხალხის სურვილია. ასევე ვფიქრობ, გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად. თუმცა, ნატოში გაწევრიანებას, ამასთან ერთად, ქართველების მხრიდან ერთგვარი შემოქმედებითი მიდგომა და მძიმე შრომაც დასჭირდება.

თქვენი აზრით, იქნება თუ არა რაიმე მოლოდინი არჩეული პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მიმართ? რა იქნება მათი ხედვა იმაზე, თუ როგორი პარტნიორი უნდა ან შეიძლება იყოს საქართველო შეერთებული შტატებისთვის?

ვფიქრობ, ნატოსთან დაკავშირებით, საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს არსებული კრიტერიუმები. ამავდროულად კი, ნატომ უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა რუსეთის მთავრობას ვეტოს [უფლებას] ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაზე, თუ რომელ ალიანსს დაუკავშიროს საკუთარი ქვეყანა.