რამდენად რეალურია ვეტო, რომლითაც პრეზიდენტი მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციურ რეფორმას ემუქრება - ინტერვიუ სანდრო ბარამიძესთან
პრეზიდენტი სააკაშვილი მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებულ კანონს საერთო სასამართლოს შესახებ ვეტოს დადებით ემუქრება. რა ცვლილებებს მოიცავს ახალი ხელისუფლების ინიციატივით დაწყებული სასამართლო რეფორმის პირველი ეტაპი და რატომ აღიქვამს მათ ასე მტკივნეულად ქვეყნის პრეზიდენტი? ამერიკის ხმის კითხვებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი, სანდრო ბარამიძე პასუხობს.
ბატონო სანდრო, დიდი მადლობა, რომ ამერიკის ხმასთან საუბრის დრო გამონახეთ. ცოტა უფრო ზოგადი კითხვით დავიწყებ: რას ისახავს მიზნად სასამართლო რეფორმა? რა არის თქვენი მთავარი ამოცანა?
პირველ რიგში დიდი მადლობა იმისათვის, რომ მომეცით საშუალება, რომ მივმართო ამერიკის ხმის მსმენელს. არავისთვის არ არის სადაო, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ არ გვქონდა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო. ამის თაობაზე ლაპარაკობდა ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. აქედან გამომდინარე, პირველი ოქტომბრის არჩევნებზე, როდესაც ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო ყუთებთან და ხმა მისცა უმრავლესობამ გარკვეულ პოლიტიკურ ძალას, ერთ-ერთი მთავარი დავალება, რომელიც ამ პოლიტიკურ ძალას მისცა, იყო ის, რომ მომხდარიყო ცვლილებები სასამართლო სისტემაში, რათა სასამართლო ყოფილიყო ნამდვილად სამართლიანი და დამოუკიდებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველი ხმას მისცემდა სულ სხვა ძალებს, რომელთა პროგრამაშიც სასამართლო სისტემის რეფორმა არ იყო. აქედან გამომდინარე, მთავარი ფაქტორი არის ეს.
კონკრეტული ამოცანები, რომელიც ჩვენ დავსახეთ, არის ის, თუ როგორ განვახორციელოთ ეს რეფორმა. საერთოდ სასამართლო სისტემა საკმაოდ ფაქიზი საკითხია და როდესაც მის რეფორმირებაზე მიდის საუბარი, რასაკვირველია, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის, რომ ეს არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო, რომლის საქმიანობაში, პრინციპში, აღმასრულებელი ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს. ჩვენ არც ვაპირებთ ჩარევას სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, უბრალოდ ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს პარლამენტს, საკანონმდებლო ორგანოს, გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები, რათა მოხდეს ინსტიტუციური რეფორმირება მართლმსაჯულების სისტემის.
ინსტიტუტებს რაც შეეხება: ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მართლმსაჯულების სისტემაში ერთდროულად 5 კრიტიკული მნიშვნელობის პოსტი უჭირავს. რა პოზიციებზეა საუბარი და შესაბამისად კონტროლის რა ბერკეტები გააჩნია მას?
პირველ რიგში იგი არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ანუ სასამართლო იერარქიის სათავეში მყოფი პირი. მეორე: ის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ანუ იმ ორგანოსი, რომელიც თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მოსამართლეებს, ასევე დისციპლინურ პასუხისგებაში აძლევს მოსამართლეებს. მესამე: იგი თავმჯდომარეობს მოსამართლეთა კონფერენციას, ე.წ. თვითმმართველობის ორგანოს მოსამართლეთა, რომელსაც რეალურად არავითარი თვითმმართველობა მოქმედი კანონმდებლობით არა აქვს და ეს მხოლოდ ფიქციური თვითმმართველობაა. რეალურ თვითმმართველობას ჩვენ შევძენთ მას, თუ ჩვენი კანონპროექტები გავიდა. შემდეგ: იგი არის მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე. და ბოლოს: ის არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის თავმჯდომარე. ეს ის ორგანოა, სადაც იზრდებიან მოსამართლეთა ახალი კადრები. ანუ, ეს პირი კონტროლს უწევს არა მხოლოდ მოქმედ მოსამართლეებს, არამედ მომავალ კადრებსაც ის ჭედავს, ასე ვთქვათ.
თუკი განხორციელდა ინსტიტუციური რეფორმა მართლმსაჯულების სისტემის, ამ შემთხვევაში რა შეიცვლება ამ პოსტების გადანაწილების საკითხში?
მას დარჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი. ჩვენ არ მოგვწონს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმავე დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც არის, მაგრამ ეს წესი დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვცვლით საქართველოს კონსტიტუციას. ამას ჩვენ არ ვეხებით. მაგრამ, რაც შეეხება დანარჩენ სამ თანამდებობას, ჩვენ ვთვლით, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამ ტვირთისგან უნდა გათავისუფლდეს.
პრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლოს რეფორმას განსაკუთრებით მტკივნეულად იღებს და მის პირველივე ეტაპს ვეტოს უფლების გამოყენებით ემუქრება. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო ვენეციის კომისიის მიერ კანონპროექტის განხილვის გადადების მოთხოვნა. კონკრეტულად, რა რეკომენდაციებზეა საუბარი და ხდება თუ არა მათი გათვალისწინება?
პირველ რიგში, ვენეციის კომისიამ თუ ითხოვა გადადება, ამის თაობაზე მე არაფერი მომეხსენება. მე მაქვს ოფიციალური დოკუმენტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის, სადაც ისინი მართლაც ითხოვენ, თუმცა დასაბუთება არ არის მოცემული, რომ არ მოხდეს კანონპროექტების მიღება მანამდე, სანამ ვენეციის კომისია არ გამოიტანს თავის დასკვნას.
და რა რეკომენდაციებზეა საუბარი?
კონკრეტულად ეს არის ორი სიტყვით, იქ დასაბუთება არც არის, რომ პარლამენტი დაელოდოს ვენეციის კომისიის დასკვნას. ეს არის და ეს.
ითვალისწინებთ თუ არა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს?
ჩვენი კანონპროექტების დიდი ნაწილი სწორედ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე იქნა აგებული. და ამის თაობაზე თავად განაცხადეს როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ისე დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის - აი ამ კოალიციის სხვა წევრებმაც.
უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენების შემთხვევაში მისი არიდების მექანიზმებს აამოქმედებენ. პარლამენტში პროცედურულად ეს რა სახით შეიძლება განხორციელდეს?
მაშასადამე, როდესაც პარლამენტი მიიღებს კანონს სამი მოსმენით, ის წარუდგენს პრეზიდენტს ხელმოსაწერად. პრეზიდენტი თუ ეთანხმება, აწერს ხელს, თუ არ ეთანხმება, მაშინ, ასე ვთქვათ, დასაბუთებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს კანონპროექტს. ანუ, იქ უნდა მიუთითოს, რა არ მოსწონს ამ დადგენილ კანონში და თანაც უნდა დაასაბუთოს. ამას ნიშნავს სწორედ ვეტო. ამის შემდეგ პარლამენტს შეუძლია მიიღოს ან არ მიიღოს პრეზიდენტის შენიშვნები. თუ პარლამენტი არ ღებულობს პრეზიდენტის შენიშვნებს, მას შეუძლია კანონპროექტს უყაროს კენჭი თავდაპირველი ვარიანტით. თუ ამ თავდაპირველ ვარიანტს მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედი, მაშინ პრეზიდენტის ვეტო იქნება დაძლეული. სამი მეხუთედი სიითი შემადგენლობის გახლავთ 89 წევრი დღევანდელი განლაგებით.
პარლამენტმა 20 დეკემბერს კანონპროექტი პრინციპების დონეზე უკვე დაამტკიცა და ოთხ კანონში შედის ცვლილებები. შემდეგი ეტაპი რა იქნება?
შემდეგი ეტაპი ეს არის იმავე კანონპროექტების მიღება მეორე და მესამე მოსმენით. მეორე მოსმენის დროს პარლამენტი უკვე პრინციპების დონეზე მიღებულ კანონპროექტს განიხილავს მუხლობრივად. ამის შემდეგ უკვე არის, თუ მეორე მოსმენითაც მიიღო პარლამენტმა, მესამე მოსმენა. მესამე მოსმენაზე მხოლოდ სარედაქციო ხასიათის ცვლილებების შეტანა შეიძლება. პარლამენტი აპირებს ამ კანონპროექტების მეორე და მესამე მოსმენით განხილვას სადღაც იანვრის შუა რიცხვებში. მაგრამ დაზუსტებით ამის თქმა მე არ შემიძლია, იმიტომ რომ, კიდევ ვიმეორებ, ეს საბოლოო ჯამში პარლამენტის გადასაწყვეტია.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საინტერესო განმარტებებისთვის.

Your browser doesn’t support HTML5