გლობალურ ბაზარს ინტერნეტის ხანმოკლე გათიშვის ტალღამ პრობლემები შეუქმნა. სხვადასხვა სპეციალური ვებგვერდის მონაცემებით, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის კუთხით პრობლემები რამდენიმე კონტინენტზე ფიქსირდებოდა, რის გამოც სხვადასხვა სფეროში პრობლემები შეიქმნა.
მათ შორის გართულებული იყო ფინანსური ინსტიტუტების მუშაობა, ავიაკომპანიების, სხვადასხვა ვებგვერდებისა და პროგრამების მუშაობა.
რამდენიმე საათის განმავლობაში, შეჩერებული იყო საბანკო გადარიცხვები, მომხმარებლები ვერ ცვლიდნენ და ყიდულობდნენ ავიაბილეთებს, ასევე ავსტრალიის ფოსტა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებდა სრულყოფილ მუშაობას.
რამ გამოიწვია ინტერნეტის გათიშვა ეს უცნობია, უკვე დაწყებულია მოკვლევა, რათა დადგინდეს მიზეზები. ხშირად, ამის მიზეზი კიბერთავდასხმა ხდება, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული ინფორმაცია ცნობილი არ არის. ასევე, უცნობია იმ ზარალის ოდენობა რაც კომპანიებმა მიიღეს. არსებული ინფორმაციით ინტერნეტზე წვდომის კუთხით პრობლემები დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა.