ტიტანიკთან ჩაძირული წყალქვეშა ნავის შესახებ გამოძიებას საერთაშორისო სააგენტო აგრძელებს

გამომძიებელთა საერთაშორისო გუნდი "ტიტანის", წყალქვეშა ნავის კატაროსტროფას იძიებს. გამომძიებლები შეეცდებიან დაადგინონ, თუ რა გახდა წყალქვეშა აპარატის კატასტროფული შეკუმშვის მიზეზი, რომლის გამოც მასზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა. ისინი წყალქვეშშ საუკუნის წინ ჩაძირული "ტიტანიკის" დასათვალიერებლად ჩავიდნენ.

ამერიკის სანაპირო დაცვის, ამერიკის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს, კანადის სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს, საფრანგეთის საზღვაო მსხვერპლთა გამოძიების საბჭოს და გაერთიანებული სამეფოს საზღვაო უბედური შემთხვევის გამოძიების ფილიალი მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა 18 ივნისს მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ, დეტალები და სიმართლე მაქსიმალური სიზუსტით დაადგინონ.

მტკიცებულებები გროვდება ნიუფაუნდლენდის სენტ-ჯონის პორტში, კანადის ხელისუფლებასთან კოორდინაციით.

ასევე ნახეთ: გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელიც "ტიტანიკის" სანახავად ტურისტებს ემსახურებოდა

კვირას, ამერიკის სანაპირო დაცვის კაპიტანმა ჯეისონ ნოიბაუერმა, რომელიც ამ სააგენტოს მთავარი გამომძიებელია, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზღვის ფსკერზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს და მათ ავარიის სავარუდო ადგილის რუკა შეადგინეს. კაპიტანს გამოძიებს დეტალებზე და ზუსტ დროზე, თუ რამდენ ხანში დასრულდება ის, არ უსაუბრია.

გამოძიების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო გუნდს შეეძლება, რომ მომხდარზე დაყრდნობით, სისხლის სამართლის საქმის წარმოება, ან სამართლებრივი სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცეს.