კრიზისების საერთაშორისო ჯგუფი სამხრეთ ოსეთზე წერს

美國之音對華廣播70週年

კვლევითი ჯგუფი ცხინვალის რეგიონში შექმნილ მდგომარეობას აფასებს.

კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, სახელწოდებით: „სამხრეთ ოსეთი: აღიარების სიმძიმე“, ლაპარკაია კონფლიქტში მონაწლე ყველა მხარის მიერ პოლიტიკური წინაპირობებისა და სტატუსის მინიჭების გარეშე აუცილებელი მინიმუმის შესრულებაზე, რათა ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება მიეცეს და ამასთან, ძირითადი საჭიროებების უზრუნველყოფა მოხდეს.

კრიზისების ჯგუფის ბოლო დასკვნა ეფუძნება ყოფლისმომცველ კვლევას, რომელიც ორგანიზაციამ სამხრეთ ოსეთში ჩაატრა. ექსეპრტებს სამხრეთ ოსეთში შესვლის და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრის საშუალება მიეცა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი რამ კრიზისების ჯგუფის მოსკოვის ფილიალის წარმომადგენლის მონაწილეობით მოხდა, რამეთუ ოფიციალური ცხინვალი არ თანხმდებოდა კვლევის ჩატარებას თბილისის გავლით. კვლევისას დაიკითხა როგორც დე ფაქტო ხელისუფლების, ისე საქართველოს ხელისუფლების ყველა დონის ოფიციალური პირი და შედგა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთანაც. საბინ ფრეიზერი, რომელიც ორგანიზაციის ევროპულ პროგრამას უდგას სათავეში და ახლა იგი სტამბოლიდან გვერთვება აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა ყველა მხარის მიერ შეხვედრებში მონაწილეობის სურვილსა და თანამშრომლობას.

ანგარიშში განხილულია ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების სიტუაცია და ასევე მოსკოვის დომინანტური როლი, განსაკუთრებით კი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ.

ანგარიშში ნახსენებია, რომ რუსეთ საქართველოს კონფლიქტისა და მოსკოვის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მხოლოდ სამმა ქვეყანამ აღიარა რეგიონი ცალკე სახელმწიფოდ. კრიზისების ჯგუფის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ახლა სამხრეთ ოსეთი, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მეტ სუვერენიტეტს როდი გრძნობს ვიდრე 2008 წლის მოვლენებამდე.

ევროპის პროექტების ხელმძღვანელი საბინ ფრეიზერი ამბობს:

„ანგარიშში ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით, რომ კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარემ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებას შეუწყოს ხელი. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის საშუალება ახლა არ აქვთ ეთნიკურ ქართველებს, დე ფაქტო ხელისუფლებამ ასევე ყველანაირად შეზღუდა საერთაშორისო ორგანიზაციების--ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს წარმომადგენელთა მიმოსვლა რეგიონში, რომლებიც სამხრეთ ოსეთის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ლამობენ. „

მსოფლიოს ქვეყნები სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილად აღიარებენ და შესაბამისად, რეგიონის ნამდვილი დამოუკიდებლობის პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია. ომმა ძლიერი ფიზიკური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და პოლიტიკური დარტყმა მიაყენა რეგიონს. სამხრეთ ოსეთის პერმანენტული მოსახლეობა, რომელიც 1990იანი წლების შემდეგ ისედაც მცირდებოდა, ახლა 30 000 არ აჭარბებს. კორუფციის წყალობით, იმ 840 მილიონი დოლარის მიუხედავად, რომელიც მოსკოვმა დააბანდა რეგიონში, ადგილობრივი პირობები არ გაუმჯობესებულა. საქართველოსთან ტრადიციულად სავაჭრო მარშრუტების არარსებობის პირობებში, ეკონომიკა მხოლოდ რუს სამხედროებსა და სამშენებლო ფირმებს ემსახურება.

ფრეიზერი, ისევე როგორც სრული ანგარიში ხაზს უსვამს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად დადგენილი პუნქტების შესრულების მნიშვნელობას და მოუწოდებს რუსეთს, შეიარაღებული ძალები ომამდელ პოზიციებზე განალაგოს და საშუალება მისცეს უცხოურ ორგანიზაციებს შევიდნენ ცხინვალში რათა სრული ინფორმაცია მიიღონ რეგიონში არსებული ადამიანის უფელბათა დარღვევებისა და სხვა გადაუდებელი პრობლემების შესახებ.