კრიზისების საერთაშორისო ჯგუფმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც გაანალიზებულია საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული ვითარება, რომელიც ოპტიმიზმს აღვივებს სეპარატისულ რეგიონთან და რუსეთთან ღია დაპირისპირების შენელების თაობაზე.
ანგარიშში წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც ყველა მხარეს მიემართება.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ძალის გამოუყენებლობის თაობაზე შეთანხმების მიღწევას ყველა მონაწლე მხარის მიერ და ამ საკითხის აუცილებლობას როგორც ეს შემოთავაზებულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების-გაეროს, ევროკავშრისა და ეუთოს მიერ. ამ მხრივ, ასევე განსაკუთრებული აქცენტი ანგარიშში კეთდება თანამშრომლობის განახლების მნიშვნელობაზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დამდგენი მისიების ფარგლებში.
„საქართველომ უნდა აჩვენოს კეთილგანწობა და შეაჩეროს ძალისხმევა, საქართველოს იძულებით გადაადგილებული პირების თაობაზე გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური რეზოლუციის მიღებისთვის“-ნათქვამია ანგარიშში. ამის სანაცვლოდ, კრიზისების ჯგუფი აფხაზეთს მოუწოდებს „ვალდებულება იკისროს დიალოგის გამართვაზე იძულებით გადაადგილებულ იმ პირთათვის ქონების დაბრუნებისა და კომპენსირების შესახებ, რომლებსაც დაბრუნების უფლებას არ აძლევენ.“
რაც შეეხება რუსულ მხარეს, აფხაზებთან ერთად მან სასწრაფოდ უნდა შეასრულოს გაცემული დაპირებები, რათა ეთნიკური ქართველების თავისუფლად გადაადგილებას შეუწყოს ხელი გალის რაიონში.
საერთაშრისო კრიზისების ჯგუფის მხრიდან ანგარიშის ავტორები ევროკავშირს, და სხვა გარე მოთამაშეებს მოუწოდებენ მიუხედავად არსებული რეალობისა ყველაფერი გააკეთონ აფხაზეთში ჩართულობის გასაგრძელებლად.