ქაშმირში კომენდანტის საათი დაწესდა

სრინაგარში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ქუჩებში არმიის პატრული გამოჩნდა
ინდოეთის ხელისუფლებამ ქაშმირში კომენდანტის საათის შემოიღო, მას შემდეგ რაც მეამბოხეებსა და სამთავრობო ძალებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 5 ჯარისკაცი და 2 მეამბოხე დაიღუპა.
სრინაგარში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ქუჩებში არმიის პატრული გამოჩნდა. ინდოეთის მედიის განცხადებით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის მომხრე ჰიზბულ მუჯაჰედინის ორგანიზაციამ იკისრა.
რეგიონში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერის აფზალ გურუს სიკვდილით დასჯის შემდეგ, რომელიც 2001 წელს ინდოეთის პარლამეტზე მოწყობილ თავდასხმაში მონაწილეობდა.