ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში შეტაკება მოხდა


რეგიონში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერის აფზალ გურუს სიკვდილით დასჯის შემდეგ

ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით, ქაშმირში მეამბოხეებსა და სამთავრობო ძალებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 5 ჯარისკაცი და 2 მეამბოხე დაიღუპა.

სრინაგარში მომხდარი თავდასხმის დროს კიდევ 7 ადამიანი დაიჭრა. შეტაკება სკოლის მახლობლად მოხდა, იმ დროს როდესაც ბავშვები კრიკეტს თამაშობდნენ. მოსწავლეები არ დაშავებულან.

შეტაკების შემდეგ ინდოეთის უშიშროების ძალებმა ამ რაიონში რეიდი ჩაატარეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობბა არავის უკისრია.

რეგიონში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერის აფზალ გურუს სიკვდილით დასჯის შემდეგ, რომელიც 2001 წელს ინდოეთის პარლამეტზე მოწყობილ თავდასხმაში მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG