ინდოეთში ახალი მთავრობის ასარჩევი გიგანტური ძალისხმევა დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქაშმირის რეგიონიდან აღმოსავლეთ და ცენტრალურ შტატებამდე, ამომრჩევლები საარჩევნო ურნებთან რიგებში ჩადგნენ.
მოელიან, რომ ამ არჩევნების შედეგად, რომელსაც პრემიერ ნარენდრა მოდის შესახებ რეფერენდუმადაც განიხილავენ, ჰინდუ ნაციონალისტური ჯანათა პარტია უდიდეს პარტიად მოგვევლინება, თუმცა დაკარგა ის გადამწყვეტი უმრავლესობა, რომელიც 2014 წელს მოიპოვა.
მოდის მთავარი მეტოქე, ოპოზიციური კონგრესის პარტიის ხელმძღვანელი რაულ განდია, რომელიც იმედოვნებს, რომ სიღარიბის დაძლევის თაობაზე დაპირება მხარდაჭერას გაუძლიერებს.
ინდოეთის პარლამენტში 543 წევრია. აქედან პირველ ტურში 91 დეპუტატს, ქვეყნის 900 მილიონიანი მოსახლეობიდან, 140 მილიონი აირჩევს.