ჩრდილოეთ კორეა მზადაა როგორც ამერიკასთან დიალოგისთვის, ასევე მასთან დაპირისპირებისთვის

ფხენინანი აცხადებს, რომ მზადაა ბირთვულ პროგრამებზე ამერიკასთან მოლაპარაკებები გამართოს. ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ საკმაო დრო მისცა ამერიკას ამ პროგრამის გადასახედად და თუ ის არაა თანახმა ცვლილებებზე, მაშინ მოლაპარაკებები ჩიხში შევა.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა რი იონგმა თქვა, რომ თუ ვაშინგტონი ფხენიანს სანქციებს დაუწესებს, ეს მათი მხრიდან გაუთვლელი საქციელი იქნება. "ჩვენ უკვე საკმარისი ახსნა-განმარტებები მივაწოდეთ ამერიკას და ასევე საკმარისი დრო და მაქსიმალური მოთმინება გამოვიჩინეთ მათ მიმართ"- თქვა მინისტრმა. მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეა "მზადაა როგორც დიალოგისთვის, ისე დაპირისპირებისთვის."

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი პირად წერილში, რომელიც მან მიიღო, ჰპირდებოდა, რომ შეწყვეტდა ატომური რაკეტების გამოცდას და დაიწყებდა მოლაპარაკებებს ამერიკასთან.