პრეზიდენტის განცხადებით, კანონმდებლებმა საემიგრაციო სისტემის პრობლემა უნდა მოაგვარონ
პრეზიდენტი ბარაკ ობამა ცდილობს კონგრესს საემიგრაციის რეფორმაზე ყურადღება გაამახვილებინოს.
ორშაბათს ობამამ მოუწოდა კონგრესმენებს, მომავალ თვეში ემიგრაციის საკითხი განიხილონ, რადგან საემიგრაციო სისტემა დაუყოვნებელ რეფორმას მოითხოვს.
"პროგრესი გვაქვს და ახლა საქმე უნდა დავასრულოთ. ეს ახალი პრობლემა არ არის, ყველამ იცის მისი გამომწვევი მიზეზი და ისიც იცის, თუ როგორ უნდა გადავჭრათ იგი," განაცხადა პრეზიდენტმა.
ობამა თეთრ სახლში ნატურალიზაციის ცერემონიას დაესწრო, რომელზეც 28 ემიგრანტმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. მათ შორის 13 მოქმედი სამხედრო მოსამსახურე პირი იყო.