აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეაქო იორდანიის მეფე აბდულა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის საწინააღმდეგო პოზიციაზე დადგომის გამო. ვაშინგტონი იორდანიისთვის დამატებითად 200 მილიონ დოლარს გამოყოფს, რათა სირიიდან დევნილების მოზღვავებულ ნაკადს გაუმკლავდეს.
ერთობლივ კონფერენციაზე ამანში, ობამამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მეფე აბდული იყო არაბულ სახელმწიოფოთა ლიდერებს შეორის პირველი, რომელმაც ასადს გადადგომისკენ მოუწოდა.
თავის მხრივ მეფე აბდულამ დასძინა, რომ იორდანიამ 460 ათასი სირიელი ლტოლვილი შეიფარა და მათთვის საზღვრის დაკეტვას არ აპირებს.
იორდანიამ 460 ათასი სირიელი ლტოლვილი შეიფარა