სენატორ ჩარლზ შუმერის აზრით, ახალი კანონი 4 ივლისამდე, ამერიკის დამოუკიდებლობის დღემდე დამტკიცდება
გავლენიანი ამერიკელი სენატორის აზრით, განხილვის განახლებისთანავე კანონმდებლები საეტაპო მნიშვნელობის საემიგრაციო რეფორმას დაამტკიცებენ.
ტელეგადაცემა „მედიასთან შეხვედრაში“ (Meet the Press) გამოსვლისას ნიუ იორკის დემოკრატმა სენატორმა ჩარლზ შუმერმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ახალი კანონი 4 ივლისამდე, ამერიკის დამოუკიდებლობის დღემდე დამტკიცდება. ის იმ 8 სენატორისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფის წევრია, რომელმაც საემიგრაციო რეფორმის საბოლოო ვარიანტზე იმუშავა.
ფლორიდის შტატის წარმომადგენელმა ილიანა როს-ლეტინენმა იმავე დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რესპუბლიკელებით დომინირებული წარმომადგენელთა პალატა სენატში დამტკიცების მიუხედავად, საემიგრაციო რეფორმას ხმას არ მისცემს. კანონმდებელი აღნიშნავს, რომ წარმომადგენელთა პალატა საემიგრაციო რეფორმის საკუთარ ვარიანტზე მუშაობას აგრძელებს.