იგორ საფრონოვს სახელმწიფო ღალატის ბრალდება წარუდგინეს

სამხედრო ჟურნალისტსა და „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის მრჩეველს ივან საფრონოვს მოსკოვში დღეს ოფიციალურად წარუდგინეს სახელმწიფოს ღალატის ბრალდება.

7 ივლისს მოსკოვის სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა სახელმწიფოს ღალატში ეჭვის გამო. მას ბრალად ედება, რომ ჟურნალისტური საქმიანობისას ის თანამშრომლობდა ჩეხეთის დაზვერვის საგარეო სამსახურთან და მას საიდუმლო მასალებს აწვდიდა.

ასევე ნახეთ: რუსეთი ყოფილ ჟურნალისტს საახელმწიფო ღალატში სდებს ბრალს

გამოძიების თანახმად, საფრონოვი 2012 წელს გადაიბირეს, 2017-ში კი მიიღო სპეციალური დავალება, რომ შეეგროვებინა მონაცემები რუსეთის სამხედროების მოქმედებების და ორმხრივი ურთიერთობების შესახებ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, რაც მან შეასრულა.

საფრონოვი დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტის საქმეში არ უნახავს დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საფრონოვის ყოფილი კოლეგები მიიჩნევენ, რომ მის წინააღმდეგ საქმე დაკავშირებულია მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან.