ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ყოფილ ჟურნალისტს საახელმწიფო ღალატში სდებს ბრალს


ყოფილი რუსი ჟურნალისტი, რომელიც ახლა რუსეთის კოსმოსურ სააგენტო „როსკოსმოსში“ მუშაობს, სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააკავეს. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მან საიდუმლო ინფორმაცია დასავლეთს გადასცა. დაკავებულის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ყოფილი ჟურნალისტი, მისი წარსული პროფესიული საქმიანობის გამო დააკავეს.

30 წლის ივან საფრონოვი „როსკოსმოსში“ დასაქმებამდე, წლების განმავლობაში სამხედრო ანალიტიკოსი, ასევე სხვადასხვა დროს, „კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ ჟურნალისტი იყო.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ აგენტებმა ის საკუთარ სახლთან მანქანაში ჩაჯდმომამდე დააკავეს.

„საფრონოვმა, რომელიც ნატოს წევრი ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის დავალებებს ასრულებდა, შეაგროვა სამხედრო-ტქნიკური თანამშრომლობის, რუსეთის ფედერაციის თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და მათ გადასცა“ - ნათქვამია ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საფრონოვი ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, მის წინააღმდეგ დაწყებული საქმე და დაკავება, ჟურნალისტურ საქმიანობას უკაავშირდება.

„მე დამნაშავე არ ვარ“ - უთხრა საფრონოვმა ჟურნალისტებს დახურულ სასამართლო პროცესზე შეყვანის დროს.

მოსამართლემ ბრალდებულს 6 სექტემბრამდე წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ ჟურნალისტს 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საფრონოვის ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიების მტკიცებით, ჩეხეთის სადაზვერვო სამსახურმა, აშშ-ის სახელით, ჟურნალისტი 2012 წელს გადაიბირა. გამოძიებსივე მტკიცებით, საუბარია ინფრომაციაზე, რომელიც რუსეთის ახლო აღმოსავლეთთან და აფრიკის ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობას მოიცავს.

"არ არის მტკიცებულებები წარმოდგენილი, რასაც ბრალდება შეიძლება დააყრდნოს" - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი ივან პავლოვი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG