უკრაინაში ომის დაწყებიდან, 6 თვის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ მოსკოვი მზადაა თავის მოკავშირეებს იარაღი მიყიდოს და მათთან ერთად ითანამშრომლოს ახალი სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების მიზნით.
უახლესი მონაცემებით, რუსული სამხედრო ძალები უკრაინის ორი უდიდესი ქალაქიდან განდევნეს. გარდა ამისა, მთელი ომის განმავლობაში, რუსული ჯარი წინ ნელი ტემპით მიიწევს, აქვს მძიმე და დიდი დანაკარგები. ექსპერტების შეფასებით, ამ დროისთვის არსებულ სიტუაციაზე დაყრდნობით, რუსული იარაღისა და ტექნიკისთვის უკრაინის ომი წარმატების საჩვენებლად ცუდი მაგალითია.
თუმცა, კრემლის ლიდერმა, მოსკოვში, სამხედრო იარაღის გამოფენაზე განაცხადა, რომ რუსული იარაღი სხევბს წლებით უსწრებს და მათ კონკურენციას უწევს.
ასევე ნახეთ: თალიბანის მმართველობის ერთი წელი ავღანეთშიპუტინმა ისაუბრა მყარ კავშირზე, რომელიც მის ქვეყანას ლათინურ ამერიკასთან, აზიასთან და აფრიკასთან აქვს. მისი თქმით, ქვეყანა "მზადაა, რომ პარტნიორებს შესთავაზოს თანამედროვე ტიპის იარაღი, როგორც მცირე ზომის შეიარაღებული ტექნიკა, ისე საარტილერიო, საბრძოლო და უპილოტო საფრენი აპარატები". "თითქმის ყველა მათგანი, ერთზე მეტჯერ მაინცაა გამოცდილი ნამდვილ საბრძოლო ოპერაციებში", თქვა პუტინმა.
პუტინის განცხადებების მიუხედავად, დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინაში რუსული ჯარებისა და შეიარაღების წარუმატებლობის გამო, მოსკოვის იარაღის ექსპორტი ნაკლებად მიმზიდველი გახდება პოტენციური მყიდველებისთვის, როგორიცაა ინდოეთი, რომელიც წარსულში დიდად ეყრდნობოდა მის ტექნოლოგიას.