ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ (IIHF) შაბათს განაცხადა, რომ რუსეთის და ბელარუსის ნაკრები ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნილნი არიან. მათ ფინეთში დაგეგმილ ჩემპიონატზე, საფრანგეთის და ავსტრიის ნაკრები ჩაანაცვლებს, რომლებიც რანგით შემდეგი გუნდები არიან.
ასევე ნახეთ: "ფიფა" და "უეფა" რუსეთს საერთაშორისო საფეხბურთო ასპარეზობებიდან ხსნიანრუსეთში და ბელარუსში ყინულის ჰოკეი ძალზე პოპულარულია. რუსეთში სპორტის ეს სახეობა ეროვნული პრესტიჟის დონეზეა აყვანილი.
19 მარტს გაკეთებული განცხადება, რუსეთის უკრაინაზე განმეორებით თავდასხმას უკავშირდება, რომელიც არაპროვოცირებული იყო. ბელარუსი კი კრემლის მთავარი მხარდამჭერი და ამ ომში მისი უშუალო პარტნიორია.
ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატი მაისშია დაგეგმილი. ის ფინეთის ორ ქალაქში 13 მაისს დაიწყება და 29 მაისამდე გაგრძელდება.