ქარიშხალი "მაიკლი" თანდათან ძალას იკრებს

სინოპტიკოსებმა ქარიშხალ "მაიკლს" მე-2 კატეგორიის სიმძლავრე მიანიჭეს. ის ფლორიდის შტატს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უახლოვდება და ოკეანიდან ხმელეთზე, სავარაუდოდ, ოთხშაბათს გადავა. უამინდობისთვის მეზობელი შტატები: ალაბამა, ჯორჯია და მისისიპიც ემზადებიან.

ქარიშხლების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ქარის სიჩქარე საათში 155 კილომეტრს აღწევს. შტორმმა უკვე დააზიანა მექსიკის და კუბის ნაწილი. პროგნოზის მიხედვით, კუბა "მაიკლის" გამო, 30 სანტიმეტრამდე ნალექს ელოდება, რაც წყალდიდობებს და მეწყერს გამოიწვევს.