უკრაინა-უნგრეთის მთავარ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ოთხშაბათს დიდი რიგები დაფიქსირდა. უნგრეთის საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, ამის მიზეზი პოლონეთისა და სლოვაკეთის გამშვები პუნქტებიდან სატვირთო მანქანების უნგრეთისკენ გადამისამართება გახდა.
პოლონეთში სატვირთოების მძღოლები უკრაინული ტვირთის გადაადგილების შეზღუდვას ცდილობენ. მათ პროტესტის ნიშნად სამი სასაზღვრო პუნქტისკენ მიმავალი გზები ორი კვირის წინ გადაკეტეს.
ასევე ნახეთ: უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა რიცხვმა 59-ს მიაღწიასამშაბათს კი პროტესტს სლოვაკეთის სატვირთოების მძღოლები შეუერთდნენ და უკრაინასთან მთავარი სასაზღვრო პუნქტის გზა გადაკეტეს. მძღოლების პროფკავშირების ინფორმაციით, ეს მხოლოდ ერთი სატვირთოს მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო. თუმცა, ჯგუფმა ასევე განაცხადა, რომ სლოვაკი მძღოლები შესაძლოა პოლონელ მძღოლებს პროტესტის ნიშნად შეუერთდნენ.
დავას ევროკავშირში შესული უკრაინული სატვირთო მანქანების რაოდენობა იწვევს. რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან ეკონომიკური ბლოკის ტერიტორიაზე შესული სატვირთო მანქანები საზღვრის კვეთის ნებართვისგან გათავისუფლებულნი არიან. პოლონელი და სლოვაკი მძღოლები აცხადებენ, რომ ამ სახის უთანასწორობამ მათი ბიზნესები შეაფერხა.