უნგრეთი კანონს კრედიტის მისაღებად ცვლის

უნგრეთი კანონს კრედიტის მისაღებად ცვლის

უნგრელმა ექსპერტებმა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროსოსთან შეხვედრისას „პოლიტიკურ შეთანხმებას“ მიაღწიეს.

უნგრეთის მთავრობა ევროკავშირის მოთხოვნას დაეთანხმა და ცენტრალური ბანკის, მედიისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული კანონის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

უნგრეთის ევროკავშირთან უთანხმოება საფრთხეს უქმნიდა ეკონომიკური ბლოკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის 25 მილიარდიანი კრედიტის გაცემას.

უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პარასკევს ჟოზე მანუელ ბაროსოსთან შეხვედრისას „პოლიტიკურ შეთანხმებას“ მიაღწიეს. ურბანის თქმით, მხარეებს შორის არ არსებობს „განსაკუთრებით რთული საკითხი.“

პოლიტიკური და ეკონომიკური მიმომხილველების განცხადებით, ბუდაპეშტს არჩევანი სინამდვილეში აქ ჰქონდა - ის ან უნდა დათანხმებოდა ევროკავშირის მოთხოვნებს, ან უარი ეთქვა კრედიტის მიღებაზე.