უნგრეთი ამბობს, რომ „საჩივრები“ აფერხებს შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციას

უნგრეთი დროებით აჩერებს შვედეთის ნატოში მიღების პროცედურას, სტოკჰოლმის მხრიდან პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოლიტიკისადმი კრიტიკის გამოხატვის გამო. ამის შესახებ, უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა ოთხშაბათს განაცხადა.

ამ სიცარიელის ამოვსება ორივე მხრიდან ძალისხმევის ჩადებას მოითხოვს, განაცხადა ზოლტან კოვაჩმა.

შვედეთმა და მისმა მეზობელმა ფინეთმა, ნატოში გაწევრიანება მას შემდეგ მოითხოვეს, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. ამის მზაობას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც გამოთქვამს, თუმცა, პროცესი ხანგრძლივია და მას განსაკუთრებით უნგრეთი და თურქეთი, ნატოს ორი წევრი ქვეყანა აჭიანურებენ.

რამდენიმეთვიანი გაჭიანურების შემდეგ, ორბანის პარტიამ ხმა მისცა ფინეთის ნატოში გაწევრიანებას, თუმცა შვედეთის წევრობა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ასევე ნახეთ: გაეროს დელეგაცია ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე იმყოფება

„შვედეთის შემთხვევაში, არსებობს უამრავი საჩივარი, რომელიც უნდა განვიხილოთ ქვეყნის [ნატოში] რატიფიცირებამდე“, - თქვა კოვაქსმა თავის ბლოგზე.

შვედეთის წარმომადგენლებს „არაერთხელ სურდათ უნგრეთისთვის დარტყმა განეხორიციელებინათ დიპლომატიური საშუალებებით, მათი პოლიტიკური გავლენის გამოყენებით უნგრეთის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების მიზნით“, თქვა პოლიტიკოსმა. ის თვლის, რომ შვედეთის კრიტიკა ორბანის მთავრობის მიერ კანონის უზენაესობის დაკნინების შესახებ, პრობლემებს ქმნის. ორბანი კი უარყოფს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები არ მუშაობენ.

იმისთვის, რომ შვედეთმა და ფინეთმა ნატოს წევრობა მიიღონ, საჭიროა ნატოს წევრი ყველა ქვეყნის პარლამენტმა კენჭი უყაროს ამ ინიციატივას და ხმა მისცეს მას. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება.