58 წლის სოციალისტი ლიდერი სამხედრო ჰოსპიტალში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა
ვენესუელის პრეზიდენტის ჰუგო ჩავესის ცხედარს სამხედრო აკადემიაში გადაასვენებენ, საიდანაც მას ხალხი უკანასკნელ გზაზე გააცილებს.
ვენესუელის სოციალისტი ლიდერი სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა 58 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ.
ვენესუელაში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული პრეზიდენტის გარდაცვალების გამო, რომელიც ქვეყანას 14 წლის განმავლობაში მართავდა.
ჰუგო ჩავესის პოლიტიკურმა მოკავშირემ, ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა ცხარე ცრემლებით დაიტირა თანამებრძოლი და განაცხადა, რომ ჩავესის საქმე უკვდავია.
კუბაში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა. არგენტინის პრეზიდენტმა ქრისტინა მორალესმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და ჩავესის დაკრძალვაზე ვენესუელაში აპირებს გამგზავრებას ურუგვაის პრეზიდენტთან ერთად.
ვენესუელის ხალხს პრეზიდენტის გარდაცვალება ნიკარაგუის, ირანის და ჩინეთის ლიდერებმა მიუსამძიმრეს. ჰუგო ჩავესის გადაცვალების გამო მწუხარება გამოხატა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა.