საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი პირველი იყო მსოფლიო ლიდერებს შორის, ვინც ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
გამარჯვებულად დასახელებიდან რამდენიმე წუთში, მისალოც გზავნილში, საბერძნეთის პრემიერმა ბაიდენს ჭეშმარიტი მეგობარი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მისი პრეზიენტობა ხელს შეუწყობს საბერძნეთისა და აშშ-ს შორის, ძლიერი კავშირების დამყარებას.
ანალიტიკოსები, საბერძნეთსა და აშშ-ის შორის სამომავლო უერთიერთობას, თურქეთ-საბერძნეთს შორის არსებული დაძაბულობის კონტექსტში განიხილავენ.
ასევე ნახეთ: ბაიდენს პრეზიდენტობა ისტორიული გამოწვევების პირისპირ მოუწევს"ამ არჩევნებით, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კარგავს პირდაპირ წვდომას თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტთან" - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, სოტირის სერვოსი.
ასევე ნახეთ: "თვალებში გიყურებ და არ მგონია, სული გაგაჩნდეს" - ბაიდენის მიდგომა რუსეთთანჯო ბაიდენის პოზიცია, თურქულ-ბერძნული დაძაბული უერთიერთობის შესხებ, წინასაარჩევნო პერიოდში ცნობილი იყო. ბაიდენმა პირობა დადო, რომ საბერძნეთის საზღვაო-საჰაერო უფლებებს, თურქული აგრესიისგან დაიცავდა.