ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდა

მარტის შუა რიცხვების შემდეგ, დღეს პირველად, ახალ ზელანდიაში კორონავირუსის არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ქვეყანამ მკაცრი შეზღუდვებისა და კარანტინის წესების შემსუბუქება, დაახლოებით, ერთი კვირის წინ დაიწყო. მთავრობას ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ეს აკრძალვები ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა დაწესებული.

"ნამდვილად, დღეს ძალიან გამამხნევებელ მონაცემებს ვხედავთ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მომენტია", თქვა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა. "ნამდვილ ტესტს მოგვიანებით, კვირის ბოლოს ჩავაბარებთ, როდესაც ვირუსის ინკუბაციის პერიოდს გავივლით და ასევე გაივლის დრო, რომელიც სიმპოტმების გამოვლენას სჭირდება, რაც დაახლოებით, 5-6 დღეა", დაამატა მან.

მიუხედავად პროგრესისა, ახალი ზელანდია ძალიან ფრთხილად იწყებს სახლში დარჩენის ბრძანების შემსუბუქებას. ამ დროისთვის, იქ ვირუსით დაინფიცირების 1,500 და გარდაცვალების 20 შემთხვევაა დაფიქსირებული.