ათეულობით ადამიანმა პარასკევს ჰონგ-კონგის აეროპორტში მჯდომარე აქცია მოაწყო. აქციის მიზანი მგზავრებისთვის ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. დემონსტრანტები ასევე აკრიტიკებენ პოლიციის ქმედებებს პრო-დემოკრატიული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ ესხმიან თავს ჰონგ-კონგის მეტროში დემონსტრანტებს, სავარაუდოდ განგსტერები.
საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ახალი კანონპროექტით, ჰონგ-კონგში დაკავებული მოქალაქე ჩინეთში უნდა გასამართლებულიყო. კანონპროექტის გაუქმებასთან ერთად, დემონსტრანტები დემოკრატიულ რეფორმებს და პეკინის მიერ ტერიტორიის კონტროლის შემსუბუქებას ითხოვდნენ. ჰონგ-კონგის მმართველმა დემონსტრანტებს ბოდიში მოუხადა იმ არეულობისთვის, რაც კანონპროექტმა გამოიწვიდა განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი "მკვდარია".