პროჩინელმა ჰონგ-კონგის ლიდერმა დღეს პოლიტიკური კრიზისის გამო "გულწრფელი ბოდიში" მოიხადა. თუმცა, კერი ლამმა იქვე მიანიშნა, რომ თანამდებობის დატოვებას ის არ აპირებს.
მილიონობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ჰონგ-კონგში, ივნისში დაწყებული მასობრივი დემონსტრაციების მთელ სერიაში, რომელიც ახალმა კანონპროექტმა გამოიწვია. დამტკიცების შემთხვევაში, წინააღმდეგობრივი კანონი დასაშვებს ხდიდა ჩინეთში ექსტრადიციას.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მხოლოდ გასულ კვირა დღეს საპროტესტო აქციაზე 2 მილიონზე მეტი ადამიანი მივიდა. დემოკრატიის მომხრეები კანონპროექტს "ბოროტ კანონს" უწოდებენ და მას ჰონგ-კონგის ავტონომიისთვის საფრთხედ აღიქვამენ. ბრიტანეთის ყოფილ კოლონიას დამოუკიდებლობის გარანტია 2047 წლამდე აქვს მიცემული.