რიჩარდ და რობერტ შერმანებს ცნობილი მიუზიკლების გარდა, დისნეის ასობით ფილმი და სატელევიზიო შოუ აქვთ გაფორმებული
კომპოზიტორ რიჩარდ შერმანს და მის ძმას რობერტს 1964 წლისთვის უკვე დაწერილი ქონდათ მუსიკა ცნობილი მიუზიკლის „მერი პოპინსისთვის“ და მათი მელოდებით დისნეის ასობით ფილმი და სატელევიზიო შოუ იყო გაფორმებული.
ძმები შერმანები კინოაკადემიამ სიმღერა " Chim Chim Cher-ee"-თვის ოსკარით დააჯილდოვა. მათ ასევე შექმნეს დისნეის ცნობილი მუსიკალური თემა „It’s a small world”.
რობერტ შერმანი ორი წლის წინ გარდაიცვალა. ჰოლივუდის ხელოვნების საბჭომ , რომელიც ლოს ანჯელესის ხელოვნების პროგრამებს ხელმძღვანელობს, ახლახანს რობერტ შერმანის ძმის - რიჩარდ შერმანის შემოქმედების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა.
რიჩარდ შერმანმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი და რობერტის მუსიკალური შემოქმედების წარმატების მთავარი საწინდარი თავად უოლტ დისნეი იყო:
„ჩვენ უდიდესი ბედნიერება გვხვდა წილად, რომ საშუალება მოგვეცა დისნეისთან გვემუშავა, ის ხომ ნამდვილი გენიოსი იყო.“
ძმები შერმანების მუსიკა მსმენელზე დღემდე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. თუმცა როგორც რიჩარდ შერმანი ამბობს, შეერთებულ შტატებში არსებობენ სხვა კომპოზიტორებიც, რომელთა შემოქმედებაც ძალზე დასაფასებელია:
„ჩვენ უამრავი სიმღერა შევქმენით, მაგრამ არიან დიდებული კომპოზიტორები კოლ პორტერი, ირვინ ბერლინი და ჯორჯ გერშვინი. მათი სიმღერები მე ძალიან მიყვარს.“
ჰოლივუდის ხელოვნების საბჭომ ასევე დიდი პატივი მიაგო ფილმის კრიტიკოსის ლეონარდ მარტინის შემოქმედებასაც. მარტინიც ძმები შერმანების მუსიკალური შემოქმედების ერთგული თაყვანისმცემელია:
„შერმანები ყოველთვის პოზიტიურად აზროვნებდნენ, ისინი ოპტიმისტები გახლდნენ. ამას ყველა მათ სიმღერიდან იგრძნობდით. ამიტომაც გაუძლო დროს მათმა შემოქმედებამ.“
რიჩარდ შერმანის მელოდიები ახალგაზრდა ამერიკელებს დღემდე აღაფრთოვანებს.