ვაშინგტონი —
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარები ამბობენ, რომ ნევროლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებს მუსიკის მოსმენამ შესაძლოა ცხოვრება გაუადვილოს. მკვლევარების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტებში ცნობილი როკ მუსიკოსის კომპოზიციებს იყენებენ.
მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის ტვინის მოქმედება დროში კოორდინირებული პროცესების ერთობლიობაა და თუ ეს კოორდინაცია დარღვეულია, ინფორმაციის გადამუშავებაც შეფერხებულად მიმდინარეობს. კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარები პოპულარული როკ ჯგუფი „გრეითფულ დედის“ დრამერის მიკი ჰარტის ტვინს აკვირდებიან. ის კომპიუტერულ თამაშში ნავიგაციას ელექტრონული დასარტყამი ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს.
ნევროლოგი ადამ გაზალი ამბობს, რომ ექსპერიმენტი ნეირომეცნიერებას, მუსიკას და ვირტუალურ სამყაროს ერთმანეთთან აკავშირებს:
„ჩვენ ამ სამ სამყაროს ერთმანეთთან ვაერთიანებთ და მათ ერთმანეთისთვის ინფორმაციის მიწოდებაში ვეხმარებით. შედეგად ტვინის მოქმედების მიმდინარე დროში წარმოდგენილ ვიზუალურ ეფექტს ვიღებთ. “
მიკი ჰარტი თამაშის დროს სპეციალურ ჩაფხუტს ატარებს, რომელიც სენსორებითა და ეკარნებითაა აღჭურვილი. გვერდით ოთახში მეცნიერები იმას აკვირდებიან, თუ როგორ რეაგირებს მისი ტვინი მუსიკის რიტმებზე, როგორია მისი პულსი, თვალების მოძრაობა და სხეული ს ტემპერატურა. ამ ინფორმაციის საფუძველზე მკვლევარები მისი ტვინის რეაქციას რეალურ დროში ხედავენ. კვლევით და ადამიანის ტვინით თავად დრამერიც მოხიბლულია:
„რა არის ეს ძალა, როგორ უნდა გამოვიყენოთ ის და მისი მეშვეობით როგორ გავაუმჯობესოთ სამყარო. ეს სუპერ ორგანიზმია და მასზე უკეთესი არაფერი არსებობს.“
ადამ გაზალი ამბობს, რომ მისი კვლევის მიზანი იმის გამოვლენაა, შეუძლია თუ არა მუსიკალურ რიტმებს ადამიანის ტვინში დაზიანებული კავშირების აღდგენა.
„არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ ტვინს ვასწავლეთ, როგორ გააკეთოს პროცესების უკეთესი კოორდინაცია დროში, მაშინ შევძლებთ მას ოპტიმალურ დონეზე, უფრო ეფექტურად მუშაობაში დავეხმაროთ. “
მეცნიერები აცხადებენ, რომ მათი საბოლოო მიზანი მუსიკალური რიტმებით ადამიანის ცნობიერების დახვეწა და ტვინის განვითარებაზე დადებითი გავლენის მოხდენის მცდელობაა, როგორც ნევროლოგიური პაციენტებისთვის ასევე ჯანმრთელი ადამიანებისთვის.