ჰოლივუდის მსახიობები გაფიცვას შეუერთდნენ

მას შემდეგ, რაც ჰოლივუდის წამყვან სტუდიებთან მიმდინარე მოლაპარაკები ჩაიშალა, ჰოლივუდის მსახიობებმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი 14 ივლისიდან შეუერთდნენ ამერიკის კინოს და ტელევიზიის მწერალთა გაფიცვას, რომელიც გაზაფხულზე დაიწყო.

ასევე ნახეთ: პირველად "ოსკარების" ისტორიაში, საუკეთესო ფილმის ჯილდო უცხოურმა ფილმმა მოიპოვა

გაფიცვის მიზეზით, ჰოლივუდის სტუდიებს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე დატვირთული მუშაობის მასშტაბურად შეწყვეტა ბოლო 63 წელში პირველად მოუწევთ. გაფიცვა ცალკეულ სექტორებში აქამდეც მომხდარა, მაგრამ ამგვარი მასშტაბის პიკეტირება ამერიკის კინო და ტელეინდუსტრიას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

ცნობილი ვარსკვლავები თუ რიგითი მსახიობები ჰოლივუდის ყველაზე დიდ პროფკავშირში (SAG-AFTRA) არიან გაერთიანებული, რომელიც თავს უყრის 160 000-მდე კინოს და ტელევიზიის მსახიობს. მწერალთა პროფესიული კავშირი (WGA) კი დაახლოებით 20 000 წევრს ითვლის.

მწერლების გაფიცვა 2023 წლის მაისში დაიწყო. ისინი მინიმალური ხელფასის გაზრდას ითხოვენ და ასევე გარანტიებს, რომ მათი ჩანაცვლება ხელოვნური ინტელექტის (AI) პროგრამებით არ მოხდება. გაფიცვამ განსაკუთრებით შეაფერხა ღამის შოუები და სერიალები, სატელევიზიო პროდიუსერებს ხშირად ძველი გადაცემების გამეორება უწევთ.