ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილიონიანი კონტენტი უფასოდ - ჰოლივუდი საქართველოსგან სწრაფ რეაგირებას ითხოვს


ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთი ოჯახი წელიწადში, ონლაინ სივრცეში ფილმებისა და სერიალების სანახავად საშუალოდ $500 ხარჯავას. დღემდე შტატებში ყველაზე პოპულარული ორი პლატფორმა "ნეთფლიქსი" და "ეიჩ-ბი-ოუა" (HBO).

ძვირადღირებული კონტენტი უკვე წლებია სრულიად უფასოდ ვრცელდება საქართველოში. ბოლო წლების განმავლობაში, პირატულად მოპოვებული ფილმებისა და ტელესერიალების ქართულად თარგმნა ხდება, შემდეგ კი ფილმები და ტელესერიალები ინტერნეტ სივრცეში იდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კონტენტს თან ახლავს, რეკლამებიც. ანუ ხდება ის, რომ პირატულად მოპოვებული კონტენტის ავტორი, არ იხდის ფულს ფილმის ლიცენზიაში, მგრამ თავად ამ კონტენტიდან შემოსავალს ღებულობს.

სწორედ ამიტომ ჰოლივუდის კინოსტუდიებმა საქართველოსგან ამ საკითხის დარეგულირება მოითხოვეს.

"ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომ ინტერნეტში ფილმების არალეგალურად განთავსება შევამციროთ, ამის მისაღწევად კი კანონის ფარგლებში მოქმედებაა აუცილებელი. ისეთი ქართული ინტერნეტსაიტები, როგორებიცაა adjaranet.com და imovies.cc, რომლებიც ჩვენი პარტნიორი კინო-სტუდიებისფილმებს კანონიერი შეთანხმების გარეშე ავრცელებენ, ჩვენთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენენ,"- ნათქვამია წერილში რომელიც,ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა და კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღეს.

ამერიკის კონოს ასოციაციის პრეზიდენტის წერილში ასევე ნათქვამია, "მივესალმებით ქართულ ასოციაციას ინტერნეტ მეკობრეობისწინააღმდეგ, რომელიც ფოკუსირებულია დაიცვას ფილმები უკანონო გავრცელებისგან კინოთეატრებში ქართულ პრემიერამდე და ინტერნეტსივრცეში მეკობრეობის პრობლემას ებრძოლოს. ჩვენ ასევე მოუთმენლად ველოდებით ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, რათა ერთად შევუწყოთ ხელი ლეგალური, მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას ქართველი მაყურებლებისთვის."

ამ დროისთვის უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები ამ კუთხით და მოუწევთ თუ არა ქართული ინტერნეტ ვებგვერდებს უკვე არსებული კონტენტი ვებგვერდებიდან აიღონ.

საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მსგავსი პრობლემებია.

ასეთი ერთ-ერთი დიდი ქვეყანა რუსეთია, სადაც სულ რამდენიმე საათი სჭირდებათ იმისთვის, რომ ფილმი ან სრიალის ახალი ეპიზოდი თარგმნონ, გაახმოვანონ და გაავრცელონ. მათ მიერ ნათარგმნი კონტენტი კი უფასოდ ვრცელდება არაერთ ქვეყანაში.

თითქმის ყველა ასეთ რუსულ ვებგვერდზე შესვლა ამერიკის შეერთებული შტატებიდან შეუძლებელია, თუმცა განვითარებადი ქვეყნებიდან ეს ვებგვერდები ამ დრომდე ხელმისაწვდომია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG