გარდაიცვალა ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი, 46 წლის ოსკაროსანი ვარსკვლავი, ფილიპ სიმურ ჰოფმანი
კვირას ცნობილი ამერიკელი მსახიობი, 46 წლის ფილიპ სიმურ ჰოფმანი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ნიუ იორკის პოლიციის ცნობით, ოსკაროსანი ვარსკვლავი სავარაუდოდ ნარკოტიკების დიდი დოზით მიღების გამო დაიღუპა.
მანჰეტენის გრინვიჩ ვილიჯის უბანში მდებარე ბინაში პოლიცია მას შემდეგ შევიდა, რაც იქ ჰოფმანის ერთ-ერთმა მეგობრმა დარეკა. „ნიუ იორკ თაიმსის“ და „ასოშაიტედ პრესის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს მკლავში ნემსი ჰქონდა. იქვე კონვერტი იდო, რომელიც სამართალდამცავების ინფორმაციით, შესაძლოა ჰეროინი იყოს. აღნიშნულის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ფილიპ სიმურ ჰოფმანი ამერიკული კინოს და თეატრის არაერთი პრესტიჟული ნომინაციის, თუ ჯილდოს მფლობელია. 2005 წელს მან გახმაურებულ ბიოგრაფიულ ფილმში „კაპოტე“ შესრულებული მთავარი როლისთვის „ოსკარი“ და „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა. ბროდვეის სცენებზე ნათამაშევი როლებისთვის ჰოფმანმა „ტონის“ საპატიო პრიზიც დაიმსახურა. მსახიობი 23 წლის განმავლობაში ნარკოტიკული ნივთიერებების გარეშე ცხოვრობდა. თუმცა, ბოლო დროს გულახდილად საუბრობდა ჰეროინზე დამოკიდებულების შესახებ და მკურნალობის შესაბამისი კურსიც ჩაიტარა. ჰოფმანს მეგობრობას ბოლო 15 წელია დიზაინერი მიმი ოდონელი უწევს, რომელთანაც მას 3 შვილი ჰყავს.