50 წლის წინ ამერიკული ჯაზის ლეგენდამ ლუის არმსტრონგმა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჯგუფის "ბითლზის" პოპულარობა გადაფარა
მაისში ჯაზის სამყარომ მნიშვნელოვანი თარიღი აღნიშნა. 50 წლის წინ ამერიკული ჯაზის ლეგენდამ , ლუის არმსტრონგმა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჯგუფის "ბითლზის" პოპულარობა გადაფარა და ჰიტ პარადებში თითქმის ოთხთვიანი ლიდერობა ჩამოართვა.
1964 წელს ამერიკის შეერთებული შტატები რევოლუციის მომსწრე გახდა.
ბრიტანულმა ჯგუფმა უამრავი ამერიკელი ახალგაზრდის ცხოვრება შეცვალა. ეს იყო ის ახალი თაობა, რომელიც მშობლებისგან განსხვავებული მუსიკის ძიებაში იყო.
„ ახალგაზრდები ამერიკაში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა წინა თაობებისგან რადიკალურად განსხვავებული იყვნენ,“ - აცხადებს პენსილვანიის პოინ პარკ უნივერსიტეტის, თეატრის ისტორიის პროფესორი ტრეისი ჩესუმი.
ქალბატონი ჩესუმის თქმით, ეს არის მათი პირველი შესაძლებლობა ზურგი შეაქციონ იმ ცხოვრების სტილს , რომელიც დამახასიათებელი იყო მათი მშობლებისთვის.
1964 წლის თებერვალში ჯგუფი "ბითლზი" ამერიკაში პოპულარობის პიკში იყო. ჯგუფი ჰიტ პარადებში ოთხი თვის განმავლობაში ლიდერობდა. მსგავსი რეკორდი მანამდე არცერთ მუსიკოს და ჯგუფს არ დაუმყარებია.
ყველას აინტერესებდა, თუ როდის და ვინ დაასრულებდა "ბითლზის" ბატონობას ჩარტებში. ნიუ იორკში ლუის არმსტრონგის სახლ-მუზეუმის კურატორის რიკი რიკარდის განცხადებით:
„მოლოდინი იყო, რომ პირველობას რომელიმე სხვა როკ ჯგუფი დაიკავებდა, თუმცა ეს ესე არ მოხდა, "ბითლზის" რეკორდი ლუის არმსტრონგმა შეაჩერა. ამ დროისთვის არსმტრონგი 63 წლის იყო.“
ეს იყო შოკი ყველასთვის. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდების სუპერ ჯგუფს, უკვე ასაკოვანმა ლუის არმსტრონგმა მოუგო, არამედ სიმღერა, რომლითაც ის დაწინაურდა ჰიტ პარადებში რადიკალურად განსხვავდებოდა როკენ როლისგან. ეს იყო სიმღერა „ ჰელოუ დოლი.“
ეს სიმღერა არმსტრონგმა რამდენიმე თვით ადრე ჩაწერა. იმის გამო, რომ მუსიკოსი გამუდმებით მოგზაურობდა და კონცერტებს მართავდა, სტუდიაში ჩაწერისთვის ის თითქმის ვერ იცლიდა.
„ 1961 წლის სექტემბრიდან 1963 წლის დეკემბრამდე მას ფეხი არ შეუდგამს სტუდიაში“
ბროდვეიზე მიუზიკლი „ჰელოუ დოლი“ -ს პრემიერა ჯერ არ იყო გასული. არმსტრონგი იმ დროისთვის უკვე ნაკლებ პოპულარული იყო. ამიტომაც ჩამწერი სტუდიები ერიდებოდნენ მასთან მუშაობას. პროდიუსერებისმრავალი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. თუმცა საბოლოოდ მათ მოახერხეს ერთ-ერთი სტუდიის დარწმუნება ლუის არმსტრონგის ჩაწერაზე და გარდა „ჰელოუ დოლი“ -ს ლეგენდარულმა მუსიკოსმა ცნობილი სიმღერა „ ბაი ბაი ბერდი“ ჩაწერა.
„ჰელოუ დოლი“ 1964 წლის იანვარში გამოვიდა, ბროდვეის შოუს „ჰელოუ დოლი“ -ს გამოსვლიდან მალევე. "ბითლომანიის" დროს სიმღერამ ჰიტ პარადებში აღმასვლა დაიწყო და მაისის თვეში უკვე პირველი ადგილი გამოსტაცა სუპერ ჯგუფს.
ეს საკმაოდ მოულოდენელი იყო არა მარტო იმ დროისათვის, არამედ ზოგადად მსგავსი პრეცენდენტი არ ყოფილა არც მანამდე და არც მას შემდეგ. არმსტრონგმა ამ ჩანაწერით უჩვენა, რომ საკუთარი ხმისა და საყვირის საშუალებით, მას საოცრების კეთება კვლავ შეეძლო.