ჰავაიში ვულკანმა ამოხეთქა

ჰავაის კუნძლზე ვულკანმა ამოხეთქა. კვამლის ღრუბლები დასახლებულ რაიონებს მოედო. ადგილობრივმა მთავრობამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

ჰავაის ვულკანის ობსერვატორია იუწყება, რომ ვულკანი „კილაუეა“ ხუთშაბათს, საღამოს ხუთი საათისკენ ამოძრავდა.

ვულკანს მიწისძვრების სერია უძღოდა წინ, მათ შორის ყველაზე ძლიერი ხუთბალიანი რყევები იყო.

ადგილობრივი და ფედერალური მთავრობა მთელი კვირის განმავლობაში აფრთხილებდა მოსახლეობას ევაკუაციისთვის მომზადებულიყვნენ, რადგან ვულკანის ამოფრქვევა გარდაუვალი იყო.

ამერიკის გეოლოგიური სამსახურის მიხედვით, ბოლო 30 წლის განმავლობაში „კილაუეამ“ რამოდენიმეჯერ ამოხეთქა.