"გარდიანის" ინფორმაცია

სნოუდენის მიერ გავრცელებული დოკუმენტების თანახმად, დიდი ბრიტანეთის მთავრობა 2009 წელს ლონდონში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტის მონაწილე დელეგატებს უთვალთვალებდა
ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ აცხადებს, რომ დევიდ სნოუდენის მიერ გავრცელებული დოკუმენტები ადასტურებს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა 2009 წელს ლონდონში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტის მონაწილე დელეგატებს უთვალთვალებდა.

დღეს, „გარდიანის“ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთის კომუნიკაციების შტაბბინამ-სააგენტომ, რომელიც ბრიტანეთის თვალთვალის პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, აღნიშნული სამიტის დროს თურქი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დელეგატების სატელეფონო საუბრების და კომპიუტერში წარმოებული აქტივობის თვალთვალი განახორციელა.

„გარდიანი“ დასძენს იმასაც, რომ ამ უწყებამ დიდი ოცეულის არაერთი დელეგატი ინტერნეტ კაფეებში „შეიტყუა“, რამაც მას დიპლომატიური კომუნიკაციის ხელმისაწვდომობა გაუადვილა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა „გარდიანის“ განცხადებების შესახებ თქვა, რომ ის თავის პოზიციას არ გააჟღერებს, რადგან უსაფრთხოების თემების კომენტირება დიდი ბრიტანეთის მთავრობას არასდროს მოუხდენია.