ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში წყალდიდობა გრძელდება


ვარშავაში ცენტრალურ გზებზე მოძრავი მანქანები იმდენად სწრაფად დაიტბორა, რომ მგზავრების ევაკუაცია მეხანძრეებს მოუწიათ

გერმანიაში რამდენიმე სოფლის ევაკუაცია გამოცხადდა. მდინარე ელბის დონემ გერმანულ ქალაქ მაგდებურგთან 5 მეტრით იმატა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ელბა გამონაკლისი არ არის. ერთდროულად რამდენიმე დიდი მდინარის დონის მატებამ, რაც ერთკვირიანი წვიმების შედეგია, მნიშვნელოვნად დააზარალა ჩეხეთი, ავსტრია, სლოვაკეთი, უნგრეთი და პოლონეთი. ვარშავაში ცენტრალურ გზებზე მოძრავი მანქანები იმდენად სწრაფად დაიტბორა, რომ მგზავრების ევაკუაცია მეხანძრეებს მოუწიათ. ევროპის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობის გამო 21 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG