ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩეხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა


სტიქიის შედეგად ავსტრიაში ორი ადამიანი დაიღუპა და ორი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს

ორშაბათს ჩეხეთის დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში მოხალისეებმა ქუჩები ქვიშით სავსე ტომრებით შემოსაზღვრეს. ამით შესაძლებელი გახდება პრაღის ქუჩები ადიდებული მდინარისგან დაიცვან.

ჩეხეთის რესპუბლიკაში სტიქიას 5 ადამიანი ემსხვერპლა. მსგავსი სიძლიერის წყალდიდობა მოსახლეობას ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ახსოვს. რესპუბლიკაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

მსხვერპლი გამოიწვია წყალდიდობამ ავსტრიაშიც, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ორი უგზო-უკვლოდაა დაკარგული.
XS
SM
MD
LG