იარაღის ქონის უფლების აქტივისტები რიჩმონდში იკრიბებიან

"ლობირების დღე" რიჩმონდში, 20 იანვარი, 2020 წელი

იარაღის ქონის უფლების მხარდამჭერი აქტივისტები ვირჯინიის დედაქალაქ რიჩმონდში მდებარე შტატის კაპიტოლიუმთან დღეს ყოველწლიურ დემონსტრაცია მართავენ. რიჩმონდი ვაშინგტონთან 175 კილომეტრში მდებარეობს. ყოველწლიურ დემონსტრაციას „ლობირების დღეს“ უწოდებენ.

ასევე ნახეთ: მოსამართლეების დანიშვნა - ტრამპის მთავარი მემკვიდრეობა

წლევანდელი შეკრება განსაკუთრებით რთულ დროს ემთხვევა - დაახლოებით ორი კვირის წინ, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში, პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ, ორ დღეში კი ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება.

“ლობირების დღე“ წელს უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში ჩატარდება, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ რასობრივი დაპირისპირების თვალსაზრისითაც. 2020 წელს ამერიკის მასშტაბით არაერთი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა რასობრივი თანასწორობის მოთხოვნით.

ასევე ნახეთ: ბაიდენის გეგმა - 1.9 ტრილიონი დოლარი პანდემიის ზიანთან საბრძოლველად

კვირას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები დემონსტრაციის გამართვას აპირებდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ წესრიგის დაცვის მოწოდებით გაფრთხილებები გამოსცა და რამდენიმე შტატში ეროვნული გვარდია გაიგზავნა, დემონსტრაციებზე ხალხის რაოდენობა მოსალოდნელზე მცირე იყო.