გუანტამოს ციხეში პატიმრები შიმშილობენ

24 პატიმარი ჭამაზე უარს აცხადებს
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, შიმშილობას გუანტანამოს საპყრობილის პატიმრების გარკვეული ნაწილი შეუერთდა. ციხის პრესსამსახურის განცხადებით, შიმშილობის პროცესში ჩაბმულია 24 პატიმარი. მათგან რვამ იმდენად დაკარგა წონა, რომ საჭირო გახდა მათთვის საკვების სპეციალური კათეტერებით იძულებითი გზით მიწოდება.

შიმშილობის დაწყების კონკრეტული მიზეზი ცნობილი არ არის. ზოგიერთი პატიმარი ციხის ზედამხედველებს არაადამიანურ მოპყრობაში და ყურანის უპატივცემულობაში ადანაშაულებს, რასაც უარყოფს გუანტანამოს ხელმძღვანელობა.

თავის მხრივ პენტაგონი აცხადებს, რომ პატიმრები აპროტესტებენ გუანტანამოში ყოფნას. სამი წელი გავიდა მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ობამამამ ამ ციხის დახურვის შესახებ განცხადება გააკეთა.