ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასამართლო პროცესი გუანტანამოში


Guantanamo Bay 4
Guantanamo Bay 4

კუბაში გუანტანამოს ყურეში მდებარე ამერიკულ საზღვაო ძალების ბაზაზე ერთ თვეში სასამართლო პროცესი დაიწყება

სასამართლო 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმებიდან რამდენიმე წლის შემდეგ და რამდენიმე ასეული კოლომეტრით მოშორებით ჩატარდება.

ჯუდი ჯექსონ რეისის შვილი 23 წლის ჯოშის დედაა, რომელიც 11 სექტემბრის ტერორიტული თავდასხმის დროს დაიღუპა. დღემდე მისთვის ნიუ იორკში მდებარე მემორიალი ერთადერთი ადგილია, სადაც საკუთარი შვილის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მიდის.

რეისს ის ტრაგიკული მოვლენები კარგად ახსოვს, მაგრამ ის შიშობს, რომ ბევრი ამერიკელი ივიწყებს 11 სექტემბერს.

„არაერთ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, რომ დაიღალნენ ამ თემაზე ლაპარაკით, ან მსგავსი თავდასხმა აღარ მოხდება იმიტომ, რომ ამერიკა დღეს უფრო დაცულია. მაგრამ მე გული მწყდება იმაზე, რომ საკუთარი ისტორიიდან გაკვეთილებს ვერ ვსწავლობთ.“

რეისი სასამართლო პროცესთან დაკავშირებულ სიახლეებს ყურადღებით აკვირდება:

„ეს საშინელი, დამღლელი პროცესია უამრავი მიზეზის გამო. მაგრამ მისი ჩატარება აუცილებელია იმისთვის, რომ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ჩვენი სისტემა გამართულად მუშაობს.“

სასამართლო ხალიდ შეიხ მუჰამედის და მასთან ერთად კიდევ ოთხი ადამიანის საქმეს განიხილავს, რომლებსაც ბრალი 11 სექტემბრის ტეროტისტული თავდასხმების დაგეგმვაში ედებათ.

მაისში, როცა ეჭვმიტანილები სასამართლოს წინაშე პირველად წარსდგნენ მკვლელობისა და შეთქმულების ბრალდების მოსასმენად, მათ მოსამართლის კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადეს. ერთ-ერთმა მათგანმა კი, მოსამართლის წინ ტანისამოსი გაიხადა. ბრალდებულების საქმეს სამხედრო ტრიბუნალი განიხილავს, რაც მათი აზრით უსამართლო გადაწყვეტილებაა. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სამხედრო ტრიბუნალი ეჭვმიტანილების უფლებებს არღვევს და მათი საქმე სამოქალაქო სასამართლომ უნდა განიხილოს. ამერიკის მთავრობა ამ მოსაზრებას უარყოფს.

ბრიგადის გენერელი მარკ მარტინი საქმის უფროსი პროკურორია. მისი თქმით:

„კანონი კრძალავს წამების, არაჰუმანური მოპყრობისა და ღირსების შელახვის მეთოდით მიღებული განცხადებების სასამართლოში გამოყენებას. ჩვენ ამ კანონს ვიცავთ.“

ბეტსი პარკსი, რომელსაც 2001 წლის 11 სექტემბერს ძმა დაეღუპა, ამბობს, რომ ბრალდებულებმა გამოხატეს დაუმორჩილებლობა და უპატივისმცემლობა ამერიკისა და ქვეყნის სასამართლოს მიმართ. ამიტომ, მათი ამერიკის საზღვრებს გარეთ სამხედრო ტრიბუნალის მიერ გასამართლება სწორი გადაწყვეტილებაა.

„მათ მიერ 2001 წლის 11 სექტემბერს განხოციელებული ტეროტრისტული თავდასხმა ამერიკაზე ომის გამოცხადების ტოლფასი იყო. ისინი არ იმსახურებენ ამერიკულ სასამართლო სისტემაში განსჯას.“

რეისი ამბობს, რომ სასამართლო მის შვილს და ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულ 3000-მდე ადამიანს ვერ გააცოცხლებს, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ სამართალი აღსრულდეს:

„ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენაა. ჩვენ ყველას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი სისტემა მუშაობს და გარდა ამისა, მე მინდა ჩემი შვილის მკვლელობისთვის დამნაშავეებმა პასუხი აგონ.“

მისი თქმით, 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების ორგანიზატორების დასჯა, თუნდაც 11 წლის შემდეგ, ამერიკელებს ამ ტრაგიკულ დღეს კიდევ ერთხელ შეახსენებს და მისი დავიწყების საშუალებას არ მისცემს.
XS
SM
MD
LG