საბერძნეთში კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები ამოქმედდა. კვირა დღიდან დაწყებული, სალოცავად მისულებს, ტესტზე უარყოფით პასუხებს მართლმადიდებლური ეკლესიების წინამძღვრებიც სთხოვენ. ტესტი ფასიანი გახდა მათთვის, ვინც ვაქცინაციაზე უარს ამბობს, რაც ბევრი მრავალშვილიანი ოჯახისთვის სერიოზულ ფინანსურ პრობლემას ქმნის.
"ეს ჩვენი და ხალხის დაცვის მიზნით ხდება" - ამბობს მეუფე ქრისტოსი, მართლმადიდებელი მღვდელი. მისი თქმით, მლოცველებისთვის ტესტზე უარყოფითი პასუხის მოთხოვნა იოლი საქმე არ არის, თუმცა "ჩვენ მტკიცედ ვიდგებით, რადგან ეს ჩვენი ვალია".
ასევე ნახეთ: ქვეყნები საზღვრებს თანდათან კეტავენ, მიზეზი კორონავირუსის ახალი ვარიანტიაახალი რეგულაციების შემოღების მიზეზი ბოლო კვირებში ინფიცირების რეკორდული რაოდენობა გახდა. კვირის ბოლოსთვის საბერძნეთში კორონავირუსის 920 683 შემთხვევა აღირიცხა. კოვიდ-19-ის გართულებით გარდაცვლილთა რაოდენობა კი ქვეყანაში 17 860-ზე მეტია.
საბერძნეთმა ახალი რეგულაციების შესახებ განცხადება 18 ნოემბერს გააკეთა. კოვიდ-19-ზე აუცრელ ადამიანებს დახურულ შენობებში, როგორიცაა რესტორნები, კინოთეატრი, მუზეუმი და სპორტული დარბაზები, აღარ უშვებენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ კოვიდ-19-ის ტესტზე უარყოფითი პასუხი წარმოადგინეს.