სამშაბათს, „გუგლის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გაეროს უშიშროების საბჭო გააფრთხილა, რომ კიბერ-თავდასხმები, დეზინფორმაცია და საინფორმაციო ომის სხვა ფორმები, რაც ახლა უკრაინაში ხდება, მომავლის იმ პრობლემების წინასწარ მაჩვენებელი „ბროლის ბურთია“ [ჯადოსნური სარკეა], რომლებიც სხვაგანაც გაჩნდება.
„სახელმწიფოებმა უნდა მოძებნონ გზა იმისთვის, რომ დაძაბულობა შეამცირონ და კიბერ-სფეროში რაიმე სახის შემაკავებელ დოქტრინაზე შეთანხმდნენ“, თქვა ჯარედ კოენმა საბჭოს სხდომაზე, რომელიც სიძულვილის ენას და უკრაინაში საშინელებების წაქეზებას და ჩადენას ეხებოდა.
ასევე ნახეთ: რუსული დეზინფორმაცია: ინფოდემიამან თქვა, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებს ექსპერტული ცოდნა სჭირდება, თუმცა ამის გამოსასწორებლად „ჯადოსნური ალგორითმი ან ერთი საშველი არ არსებობს“, და გადაწყვეტის მოძებნას ბევრი ექსპერიმენტი დასჭირდება.
კოენი ხელმძღვანელობს „ჯიგსო“-ს (Jigsaw), “გუგლის განყოფილებას, რომელიც ონლაინ დეზინფორმაციასთან, ცენზურასთან და ექსტრემიზმთან საბრძოლველი ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობს.
მან თქვა, რომ 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინა მაღალტექნოლოგიური კიბერ-თავდასხმების „არაპროპორციული სამიზნე იყო“...ეს ჩვენთვის ძირითადად „ბროლის ბურთია“ [ჯადოსნური სარკეა] იმის დასანახად, თუ სავარაუდოდ რას უნდა ველოდეთ.“
დასავლეთის სახელმწიფოებმა უშიშროების საბჭოში რუსეთს ბრალი დასდეს პროპაგანდისტულ კამპანიაში, დეზინფორმაციაში და სიძულვილში, რომელიც უკრაინის ძირგამოსათხრელად იყო მიმართული.
„სიძულვილის ენაც შეიძლება ომის დანაშაული იყოს“, თქვა გაეროში ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ჯეიმს კარიუკიმ.
რუსეთის ელჩმა ვასილი ნებეზნიამ ისევ გაიმეორა თავისი ქვეყნის შემხვედრი ბრალდებები, რომ დასავლეთის მხრიდან წახალისებულმა უკრაინის ხელისუფალთა რიტორიკამ, მოქალაქეები რუსეთის და ქვეყნის რუსულენოვანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოწამლა.