"ოქროს გლობუსის"-2024 გამარჯვებულები და სტუმრები

ემა სტოუნმა მოიპოვა "ოქროს გლობუსი" ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "საცოდავი არსებები", კატეგორიაში: მხატვრული ფილმი, მიუზიკლი, ან კომედია. 

ცერემონიის მთავარი გმირები: რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი და პროდიუსერი ემა ტომასი (ცოლ-ქმარი). მათმა ფილმმა "ოპენჰაიმერი" 5 "ოქროს გლობუსი" აიღო, მათ შორის - საუკეთესო დრამატული ფილმის, საუკეთესო რეჟისორის და მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის.

"ოქროს გლობუსის" მფლობელები, ტელესერიალ "მემკვიდრეობის" წამყვანი მსახიობები: მეთიუ მაკფეიდენი, სარა სნუკი და კიერან კალკინი. 

კინოფილმის "საცოდავი არსებები" შემოქმედებითი ჯგუფი. ფილმმა "ოქროს გლობუსის" ცერემონიაზე საუკეთესო მუზიკლების და კომედიების ჟანრში გაიმარჯვა. 

სილიან მერფის "ოქროს გლობუსი" მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა, ფილმში "ოპენჰაიმერი".

რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი ჯუდი ფოსტერი "ოქროს გლობუსის" 81-ე ცერემონიაზე. 

მსახიობი მარგო რობი "ოქროს გლობუსის" 81-ე ცერემონიაზე. 

მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო "ოქროს გლობუსის" 81-ე ცერემონიაზე. 

მსახიობი ტიმოთი შალამე "ოქროს გლობუსის" 81-ე ცერემონიაზე. 

ლილი გლედსტოუნი დააჯილდოვეს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დრამატული ფილმების კატეგორიაში.

სიმღერამ კინოფილმიდან "ბარბი", მომღერალ ბილი ეილიშის შესრულებით, "ოქროს გლობუსი" მოიპოვა. 

სერიალის "დათვი" შემოქმედებითი ჯგუფი, რომელმაც საუკეთესო ტელესერიალის პრიზი მოიპოვა. 

მხატვრულ ფილმში, მიუზიკლში ან კომედიაში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის "ოქროს გლობუსი" პოლ ჯიომატის გადაეცა. 

სერიალ "მემკვიდრეობის" შემოქმედებითი ჯგუფი, რომელმაც საუკეთესო დრამატული ჟანრის ტელესერიალის პრიზი აიღო. 

რეჟისსორი სტივენ სპილბერგი მეუღლე ქეით გეპშოუსთან ერთად "ოქროს გლობუსის" 81-ე ცერემონიაზე. 

მომღერალი ჯენიფერ ლოპესი "ოქროს გლობუსის" 81-ე ცერემონიაზე. 

წელს "ოქროს გლობუსზე" ისტორიული დრამა "ოპენჰაიმერი" დომინირებდა - ამერიკაში ატომური ბომბის შექმნაზე გადაღებული ისტორიული დრამა. ყურადღების ცენტრში ასევე მოხვდა გოთიკური კომედიის ჟანრის ფილმი "საცოდავი არსებები", ბლოკბასტერი "ბარბი", ტელესერიალები "მემკვიდრეობა" და "დათვი".