საქართველოს პრემიერი ვლადიმერ ბედუკაძის გათავისუფლების არგუმენტაციას არადამაჯერებლად მიიჩნევს
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის არგუმენტები, რომლის საფუძველზეც მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა ციხის სკანდალის საქმეში მონაწილის, ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ სასამართლოში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან შუამდგომლობით გათავისუფლების საკითხი დააყენა, „არასაკმარისი და არადამაჯერებელია“. პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით, არჩილ კბილაშვილი განმარტებებს ხვალ, 9 ივნისს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ის არასოდეს ჩარეულა და არც აპირებს მომავალში პროკურატურის საქმიანობაში ჩარევას. მას მტკიცედ სწამს, რომ სავარაუდო შეცდომების მიუხედავად, „პროკურატურის დამოუკიდებლობის საჯარო ინტერესი ბევრად აღემატება იმ ნეგატიურ შედეგებს, რაც ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება მოჰყვეს არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებას“. თუმცა, ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ ის დეტალურად გაეცნო საქმის ვითარებას და მიაჩნია, რომ „არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება არ შეიძლება იყოს საფუძველი წამების ჩამდენი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებისათვის“.
გასული წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე გავრცელებული ვიდეოჩანაწერების გამო, რომლებშიც პატიმართა წამება იყო ასახული, მართლმსაჯულების წინაშე სულ 17 პირი წარსდგა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.წ. 14 ივნისს დამნაშავედ სცნო ციხის 16 ყოფილი თანამშრომელი, თუმცა გაათავისუფლა ვლადიმერ ბედუკაძე, რომელსაც ბრალი პატიმართა წამებაში და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ედებოდა. ბრალდებულმა აღიარა, რომ ვიდეოფირების ნაწილი მისი გადაღებული იყო. ბედუკაძემ ჩანაწერები ციხიდან ფარულად გამოიტანა, რათა პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები საზოგადოებისთვის ემცნო და სააშკარაოზე გამოეტანა.